იმედა, გამორჩეული ხის ნაკეთობები
– ერთი რამ, რასაც შეცვლიდით განვლივ გზაზე
განვლილ გზაზე რასაც შევცვლიდი არის ის რომ უქმად დაკარგულ დროს დავიბრუნებდი
– განათლება გქონდათ ამ სფეროში, სად შეისწავლეთ საქმიანობა?
განათლება ამ სფეროში არ მიმიღია , ამ საქმიანობა ბავშობიდან ვუცნობ , მამაჩემი პროფესიონალი დურგალია.
– რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?
პირველი შემაფერხებელი რაც იყო , ეს იყო ფინანსები . ყველანაირ დამოუკიდებელ საქმის წამოწყებას გარკვეული ფინანსები სჭირდება , თუმცა მონდომება და სურვილი თუ დიდია ყველანაირ ბარიერის გადალახვა შესაძლებელია
– როგორია თქვენი 5 წლიანი გეგმა?
ბიზნესის გაფართოება უახლოეს წლებში , დეტალურად არ მიყვარს მომავალ გეგმებზე საუბარი
– რამდენ დროს უთმობთ თქვენს ბიზნესს?
დროის 70 % პროცენტს ვუთმობ ჩემს საქმეს . მთავარი კოზირი იმაშია რომ შენს საქმეში შენ ხარ დროის მართველი.