იგრიკა • Igrika – უძველესი ქართული ორნამენტები და სიმბოლოები, გაცოცხლებული თანამედროვე დიზაინში
– ერთი რამ, რასაც შეცვლიდით განვლივ გზაზე
იგრიკა იმ სახით რა სახითაც დღეს პოზიციონირებს წლების შემდეგ შედგა ასეთ ბრენდად. ვფიქრობ რაღაცების დალაგება უფრო გვიან დავიწყეთ, ვიდრე საჭირო იყო დროის უქონლობის გამო. დროის უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს ალბათ თავიდანვე მეტ ყურადღებას მივმართავდით იმისკენ, რაც ასე ძალიან გვახარებს და გავბედნიერებს
– განათლება გქონდათ ამ სფეროში, სად შეისწავლეთ საქმიანობა?
ყოველთვის გვიზიდავდა ხელოვნება. ის ემოცია რაც ახლის შექმნას მოაქვს, შეუძლებელია არ გიზიდავდეს. ალბათ სწორედ ამან განაპირობა, რომ უფრო აქტიურად მოგვინდა ხელოვნებასთან შეხება გვქონოდა ვიდრე უბრალოდ ჰობია. გრიგოლი: იმას თუ არ ჩავთვლით რომ მე მამაჩემი მასწავლიდა ხის მოჩუქურთმებას, არანაირი განათლება ამ სფეროში არ მიგვიღია პრაქტიკული გამოცდილებისა და აქედან დაგროვილი ცოდნის გარდა.
– რა შემაფერეხებელი გარემოებები გქონდათ?
სტარტაპი პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, ამ მხრივ რთული იყო, როგორც მასალების მოძიება, ასევე ციფრულ სამყაროში ნამუშევრების ხარისხისა და ხასიათის გადმოცემა. თუმცა ვფიქრობ ამ გამოწვევებმა უფრო სწრაფად გაგვზარდა და მოგვამზადა თანამედროვე რეალობისთვის.მასალების მოძიება ყოველთვის დიდი პრობლემა იყო ჩვენთვის ვინაიდან ჩვენს პატარა სამშობლოში ბევრი რამის მოძებნა ძალიან რთულია. ამიტომ მასალების უმეტესობის შეძენა საზრვრებს გარეთ გვიწევს, მაგრამ საბედნიეროდ რითიც მდიდარია საქართველო ესაა საუკუნეების ნაგროვები ხელოვნება და საუცხოო დაუვიწყარი ამბები მათ უკან, რომლებიც თაობებს გადმოეცემა. არც ამ ამბების ძიება იყო მარტივი, მაგრამ ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესია მერწმუნეთ ვიდრე წარმოგიდგენიათ.
– რამდენ დროს უთმობთ თქვენს ბიზნესს?
თავდაპირველად ჩვენი დროის მხოლოდ მცირე ნაწილი ეთმობოდა იგრიკას, მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო სიღრმისეულად და დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საქმეს და ამიტომ ჩვენს მიერ იგრიკასთვის გამოყოფილი დრო სულ უფრო და უფრო იზრდება.
– როგორია თქვენი 5 წლიანი გეგმა?
მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მომხმარებლების ფართო ნაწილი უცხოელია, ამის და მიუხედავად მსოფლიო მარკეტზე ჯერ კარგად ვერ მოვიკიდეთ ფეხი. არადა რაც იგრიკას შიგნით იქმნება, არ შეიძლება მხოლოდ ქართული კულტუტული მემკვიდეობის გაცოცხლება ერქვას, ეს მსოფლიო საგანძურია და ყველამ უნდა გაიგოს მის შესახებ. სტარტაპის დაარსებიდან 5 წლიან მონაკვეთში ვგეგმავთ გავხსნათ ჩვენი სახელოსნო მაღაზია. გვინდა მას საინტერესო ფუნქცია შევძინოთ, სალექციო სივრცე გამოვყოთ, ჩავატაროთ მასტერკლასები. თუმცა ამასთანავე დიდ ყურადღებას ვუთმობთ სტარტაპის გაფართოებას, ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, გვაქვს საიტი და ამ მხრივ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას.
მეტი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ igrikashop.com