Betonna • ბეტონნა – ხელით მოხატული ქოთნები თქვენი მცენარეებისთვის
– როგორ გაჩნდა იდეა?
– იდეა პანდემიის დროს გაჩნდა,ახალ ბინაში გადასვლისას მცენარეების შეძენა გადავწყვიტე და პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, განსხვავებული ქოთნის შეძენა რთული აღმოჩნდა და არსებული პროდუქტების ფასი წარმოუდგენლად ძვირი.

– მოგვიყევით პირველი ნებიჯების შესახებ
იქიდან გამომდინარე რომ ბეტონი ძალიან მომწონს ინტერიერში გადავწყვიტე ქოთნების დასამზადებლად ეს მასალა შემერჩია.დავიწყე პირველი ნიმუშების შექმნა რასაც ჩემი მეგობრების და ოჯახის მხრიდან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
„ბეტონნა“ გთავაზობთ ქოთნებს – სათავსოს თქვენი მცენარეებისთვის. ჩვენი ქმნილებებისთვის ვიყენებთ მასალას – ბეტონს, რომელიც მშვენიერი საცხოვრისია მცენარეებისთვის და მრავალფეროვანი ნამუშევრების შექმნის საშუალებას იძლევა. „ბეტონნას“ – ფორმის, ფერის, ზომის , ფაქტურის და ხელით მოხატული სათავსოების მრავალფეროვნება ჰარმონიულად შეესაბამება ნებისმიერი დიზაინის ინტერიერს. მეტიც – ჩვენი მცენარეების სათავსოები – თქვენი სახლის სილამაზის და დახვეწილობის ნიშნულებად გადაიქცევა. „ბეტონნა“ კომპლექსური ესტეთიკაა…
– რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?
რაც შეეხება სირთულეებს უფრო მასალის შესწავლას და მის ხარისხს უკავშირდება, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, სწორი კომპონენტების ძიება და მათი თავსებადობის შესწავლა მომიხდა რათა მიმეღო პროდუქტის ის ხარისხი რასაც დღეს ვთავაზობთ მომხმარებელს