Handmade Dolls / ნანას თოჯინები
– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
“ ნანას თოჯინების” ისტორია 7 წელს ითვლის! ინსპირაცია პატარა გულსაკიდი თოჯინა იყო, მეტალის ხელ-ფეხით და აქსესუარებით და დავიწყე ფიქრი, როგორ შემექმნა თოჯინა ჩემს ხელთ არსებული მასალით! ხელები და ფეხები შევცვალე ჯაჭვებით, თავი და ტანი შესაბამისი მძივებით და მინიმალური ქსოვილით – კაბა.
– რა თემებზე ამზადებთ კოლექციებს?
წლის განმავლობაში მზადდება რამოდენიმე კოლექცია. მოტივაცია ძირითადად წელიწადის დროებია ან ფერები ან მკვეთრი ემოცია. კოლექციებია თემებზე “ იუბილარები”, შემოდგომის ფერები”, გაზაფხულის ყვავილების ფერიები” , “ზღვის ფერიები”, “ბროწეულა თოჯინები” და ა შ
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მუშაობის პროცესი რთულია,თითოეული ნამუშევარი მოითხოვს როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ ენერგიას, ყურადღების, კონცენტრაციას სრულყოფისათვის