გაიცანით ნინო ტაბლიაშვილი და მისი ბრენდი „როზენლი“. ინტერვიუ დედაზე, რომელმაც თმის ცვენის პრობლემა წარმატებულ ბიზნესად და ნატურალურ კოსმეტიკად აქცია.
გაიცანით ნინო ტაბლიაშვილი და მისი ბრენდი „როზენლი“
დღეს ჩვენი სტუმარია ნინო ტაბლიაშვილი, ახალგაზრდა მეწარმე და დედა, რომელმაც საკუთარი პირადი გამოწვევა წარმატებულ საქმიანობად აქცია. ნინო სახლის პირობებში ქმნის ნატურალურ კოსმეტიკას — როზმარინის მოვლის ნაკრებსა და ხელნაკეთ ყურძნის საპნებს, რომლებიც მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოშინინო, როგორ გაჩნდა იდეა და რამ შთაგაგონათ საქმიანობის დაწყება? იდეა პირადი გამოცდილებიდან გაჩნდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო და ვეძებდი ბუნებრივ, ეფექტურ საშუალებებს. ვინაიდან ყოველთვის მიყვარდა ექსპერიმენტები, გადავწყვიტე თავად შემექმნა ის, რასაც ვერ ვპოულობდი. ასე დაიბადა როზმარინის ნაკრები. რაც შეეხება ყურძნის საპნებს, იდეა სპონტანურად, შემოდგომაზე გაჩნდა — ყურძნის მტევანს შევხედე და ვიფიქრე, რატომაც არა?

— კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს და რა არის თქვენი პროდუქციის მთავარი მახასიათებელი? ჩემი ძირითადი პროდუქტებია როზმარინის მოვლის ნაკრები (ზეთი, ბალზამი, შამპუნი და წყალი) და ხელნაკეთი ყურძნის საპნები.
-
როზმარინის ზეთი: მზადდება ზეითუნის ზეთზე, ჯანჯაფილის, დაფნის, მიხაკის, აბუსალათინის ზეთისა და B ჯგუფის ვიტამინების (B1, B2, B5, B6, B8, B9) ნაზავით. ის კურნავს სიმშრალეს, აქრობს ქერტლს და ხელს უწყობს თმის ზრდას.
-
ყურძნის საპნები: იქმნება ყურძნის ექსტრაქტისა და ბუნებრივი ბაზის საფუძველზე, რაც კანს ნაზად წმენდს და ატენიანებს.
— როგორ მზადდება პროდუქცია? გაქვთ თუ არა შესაბამისი განათლება ამ სფეროში? სპეციალური განათლება არ მქონია, ყველაფერი თვითგანათლებითა და ონლაინ რესურსებით ვისწავლე. პროდუქცია მზადდება ორთქლზე, რათა ინგრედიენტებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ ეფექტურობა. ხარისხი ჩემთვის პრიორიტეტია, ამიტომ თითოეულ ფორმულას დიდი ხნის განმავლობაში ვამუშავებდი.
„ჩემს პროდუქტში ჩადებული სიყვარული და ემოცია ყველაზე ძლიერი დანამატია.“
— რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რასაც ყოველდღიურად აწყდებით? ყველაზე დიდი გამოწვევა დროის მართვაა — 4 წლის ბავშვზე ზრუნვა და წარმოება ერთდროულად რთულია. ასევე, გულდასაწყვეტია, როცა მომხმარებელი პროდუქტის ხარისხს მისი ფასით განსაზღვრავს. თუ ზეთი 20 ლარი ღირს, ჰგონიათ, რომ დაბალი ხარისხისაა, მაშინ როცა რეალურად მხოლოდ ნატურალურ და ძვირადღირებულ ინგრედიენტებს ვიყენებ.
— როგორ ინარჩუნებთ ბალანსს სამუშაოსა და ოჯახს შორის? პრიორიტეტების სწორი განაწილებით. დღის ნაწილს ბავშვს ვუთმობ, დარჩენილ დროს კი — პროდუქციის შექმნასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციას. ოჯახი თავიდან სკეპტიკურად უყურებდა ჩემს წამოწყებას, თუმცა როცა შედეგები ნახეს, მათი მხარდაჭერა ძალიან გაძლიერდა.
— როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი და როგორია მათი გამოხმაურება? ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით: Facebook, Instagram და TikTok. ვცდილობ თითოეულს პირადად ვუპასუხო და ინდივიდუალური რეკომენდაციები მივცე. გამოხმაურება უმეტესად პოზიტიურია, რაც წინსვლისთვის დიდ მოტივაციას მაძლევს.

— როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? მინდა, ჩემი პროდუქცია უფრო ფართო აუდიტორიამ გაიცნოს და გახდეს ხელმისაწვდომი. ვგეგმავ ახალი პროდუქტების დამატებას და უფრო აქტიურ კომუნიკაციას გამომწერებთან — ლაივების და რჩევების სახით.
— რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს? იყავით მომთმენი, დაინტერესდით ხარისხით და არასდროს დაივიწყოთ, რომ თქვენს საქმეში ჩადებული ემოცია ყველაზე მნიშვნელოვანია. დაუჯერეთ საკუთარ შესაძლებლობებს!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


