– როგორ გაჩნდა იდეა? 

ხეზე მუშაობის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც უნივერსიტეტში უშუალო შეხება მქონდა ხეზე კვეთის სალექციო კურსთან. გარდა ამისა ბავშვობაში ,,ბრელოკები” მიზიდავდა და ძალიან ბევრს ვყიდულობდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვიტე თავად დამემზადებინა ხისგან სასურველი ნივთები, შემდგომ კი ხალხისთვის გამეზიარებინა. პირველ ეტაპზე იდეა ჩემს მეგობარს გავუზიარე და მისი მხარდაჭერაც მივიღე. ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს საქმე. ორმა ადამიანმა მოვახერხეთ და შევქმენით კომპანია ,,დი-მაია – Diy-maia” . სახელიც შევარჩიეთ ისეთი რომ ხელნაკეთებთან ყოფილიყო ასოცირებული.

Diy-Maia-6
– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე

იდეის სისრულეში მოსაყვანად თავდაპირველად ვიყიდეთ ხის ნაჭერი, შემდეგ საღებავები და რადგანაც კომპიუტერული პროგრამები ვიცოდით გაგვიმარტივდა ესკიზების შექმნა. დიზაინზე თავად ვმუშაობთ და თითოეული ნივთი, რომელსაც ვამზადებთ არის ჩვენს მიერ დამუშავებული, გამოჭრილი და საბოლოოდ მომზადებული.

Diy-Maia-7
– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?

ხეზე მუშაობის კუთხით გამოცდილება არ მქონდა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე უნივერსიტეტში გავიარეთ ხეზე კვეთის პროგრამა. იქ მიღებული ცოდნა კი უმნიშვნელოვანესი აღმოჩმდა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. დღეს დი-მაია აწარმოებს ისეთ ნივთებს, როგორიცაა ე.წ ,,ბრელოკი”, საკიდი, სანათი სასურველი გრავირებით, სურათის ჩარჩო, სხვადასხვა მისალოცი დეკორი და ზოგადად ნებისმიერი სასურველი ნივთი, რომელიც მზადდება ხისგან, შეუძლია შეარჩიოს მომხმარებელმა და თავისი გემოვნებით დაიტანოს ტექსტი, ფერები და ფორმები.

Diy-Maia-2

Diy-Maia-4

– რა გამოწვევები წინაშე დგახართ

ჩემი მთავარი მიზანია ხალხს სუფთა, დახვეწილი და ხარისხიანი დეკორი მივაწოდო. სამწუხაროდ მომხარებლების უმეტესს ნაწილს ურჩევნია მიიღოს შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტი, ნაკლები ღირებულების სანაცვლოდ. სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს დი- მაიას უმთავრეს გამოწვევას. მიუხედავად ამისა ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ნამუშევრები ხარისხიანი და ამავედროს ბიუჯეტური იყოს. რაც შეეხება ღირებულების საკითხსს აქაც გამოწვევაა მასალის გაძვირებული ფასები, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ აისახა მასალის შესასყიდ ფასზე. აღარაფერს ვიტყვი საკურიერო მომსახურების ფასების ზრდაზე, რომელიც საქართველოს ფოსტის მაგალითზე ვიხილეთ სულ რამდენიმე კვირის წინ. წამოუდგენელია ადამიანმა იყოდოს 7 ლარიანი საკიდი, რომლის მიწოდებაშიც ის გადაიხდის ორჯერ უფრო მეტ თანხას. მცირე ბიზნესისთვის ეს ერთ-ერთი კრიტიკული პრობლემაა. ამიტომ მიწევს კომუნიკაცია კერძო საკურიერო კომპანიებთან. ჯერჯერობით მათი პირობები შედარებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა მომავალში რა იქნება ამ კუთხით არ ვიცით. ახლა ვცდილობ ვიპოვო ისეთი საკურიერო კომპანია, რომელსაც სტაბილური ფასები ექნება და ადრესატამდე დროულად მიიტანს ამანათს.

 

Diy-Maia-3