ტურიზმიდან შემოქმედებამდე: ფერებით მოყოლილი ისტორია

ხელოვნება ჩემთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ფაკულტეტი დავამთავრე, ჩემი საქმიანობა ყოველთვის შემოქმედებას უკავშირდებოდა. დღეს ვხატავ ტილოზე, ვქმნი ეპოქსიდის ნივთებსა და სამკაულებს. ჩემი ბრენდი, Colorful Art, სწორედ ამ მრავალფეროვნებას აერთიანებს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

პირველი ნაბიჯები და ინსპირაცია

იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, როდესაც სოციალურ ქსელში მსგავსი სტილის ნამუშევრები ვნახე. რადგან ხელოვნება ჩემი სულის ნაწილია, გადავწყვიტე, საკუთარი თავი ამ სფეროშიც გამომეცადა. პირველი ნაბიჯი ეპოქსიდის შეძენა და საათის შექმნა იყო — შედეგი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ დღეს ის ერთ-ერთი სახლის კედელს ამშვენებს.

შემოქმედებითი პროცესი და სირთულეები

საქმიანობა დამოუკიდებლად, საკუთარი ნიჭისა და ხელოვნების სიყვარულის დახმარებით შევისწავლე. პროდუქცია იქმნება დიდი სიყვარულით და ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილზე. ყოველი ნამუშევარი უნიკალურია და მისი ანალოგი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, არის სირთულეებიც, ძირითადად — ფინანსური, რადგან მასალების შეძენა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე, გამოწვევაა ახალი, უცხო ფორმების დახვეწა, რაზეც მუდმივად ვმუშაობ. მიუხედავად ამისა, სირთულეებს ყოველთვის პოზიტიურად ვხვდები.

მომხმარებელი და ცნობადობა

მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის წლებია ვიყენებ Facebook-გვერდს, რომელიც ახლა უფრო გააქტიურდა. ვიყენებ „რილსებს“ და ვგეგმავ პოსტების რეკლამირებასაც. ჩემს ბიზნესს ხელით შექმნილი ინდივიდუალიზმი და დახვეწილი ხედვა გამოარჩევს, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულს ხდის.

სამომავლო გეგმები

ჩემი მთავარი მიზანია ცნობადობის გაზრდა და დიდ ბაზარზე გასვლა. მსურს, მქონდეს საკუთარი პატარა სახელოსნო, სადაც კიდევ უფრო მეტ „ეპოქსიდის სილამაზეს“ შევქმნი.

რჩევა დამწყებებს: თუ გაქვთ იდეა, აუცილებლად დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. შექმნილი ნივთი თავად მოგცემთ იმ სიამაყის გრძნობას, რაც დიდი საქმის დაწყების საფუძველი გახდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით