– როგორ გაჩნდა იდეა?

“წიგნის მეგობრის” ორი დიზაინი შეიქმნა 2018 წელს, რომელიც არის ჩემი საავტორო ნამუშევარი. მისი იდეა, უკვე დიდი ხანია არსებობს. ჩვენს მეფეებს ჰქონდათ ლოცვების საკითხავად. იდეით დავიწყე და შევქმენი ორი ყველასგან განსხვავებული დიზაინი, რომლებსაც მანამდე ანალოგი არ ჰქონდათ.

– სახელი როგორ აურჩიეთ წამოწყებას?

ექსპრომტად მოვიფიქრეთ სახელი ” წიგნის მეგობარი” და სახელოსნოს დავარქვით “Back Wood art” – ი, ასევე ლოგოც არის ჩემი საავტორო ” წიგნი და ჩიტი”, რომლის იდეაც მოფრინდა ჩემს სიზმარში. ყველაზე განსხვავებული მშვენიერი ჩიტის სახით. მაგ სიზმრის შემდეგ დაიბადა ლოგო.

– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე

ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო ” წიგნის საერთაშორისო ფესტივალი”, რომელიც ჩატარდა 2018 წელს ექსპოჯორჯიაში, სადაც დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება. ამას მოყვა წიგნის მაღაზიებთან თანამშრომლობა: ბიბლუსი, სანტა ესპერანსა, პარნასი. თავიდანვე ცნობილი ადამიანების ყურადღებაც მიიქცია. ჩვენმა პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა პირადად შეიძინა ჩვენგან, გელა ჩარკვიანი, დათო ტურაშვილი და მრავალი სხვა. ასევე საზღვარგარეთ ორ ქვეყანასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლებთანაც დღემდე ვთანამშრომლობთ.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

განსხვავებულს! თამამად მინდა გითხრათ ასე დღეს ხეს არავინ არ ამუშავებს, რომელიც აღმოვაჩინე ხესთან გაცნობის პერიოდში. ჩემი სწრაფვა იყო იდეალურისკენ. ამ ტექნოლოგიამ ბევრი მრავალწლიანი გამოცდილების ხელოსანიც კი გააოცა. ამ აღმოჩენამ ” წიგნის მეგობართან” ერთად კიდევ მრავალი აქსესუარების დამზადების საშუალება მომცა, რომელიც ბევრისთვის დაუჯერებელიც კი აღმოჩნდა.

– გვესაუბრეთ კონკურენტებზე და თუ რა გამოგარჩევთ მათგან

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენს დიზაინს 2018 წლამდე ანალოგი არ ჰქონდა. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ მალევე გამოგვიჩნდა ქართველი პლაგიატი, რომელმაც ზუსტად ჩვენი ორიდან ერთ-ერთი დიზაინი დააკოპირა, ამასთან ერთად ქაღალდის იარლიყიც კი და დიდ წარმატებას მიაღწია ამაზონზე, რის საშუალებითაც მთელმა მსოფლიომ გაიცნო და დაიწყო ამ დიზაინის წარმოება. დღეს მრავალი ქვეყანა აწარმოებს მას და მინდა გითხრათ, პირველი: ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა , როცა შენს დიზაინს მთელი მსოფლიო აკოპირებს და ამზადებს წარმოებისთვის და არა მარტო… რის დასაბუთებაც შეგვიძლია ნებისმიერ დროს საქპატენტის ოფიციალური წერილით. 2018 წელს ჩატარდა მსოფლიო ბაზრის კვლევა, რის შედეგადაც ანალოგი ვერ მოიძებნა ჩვენი ორი დიზაინის ( სავარაუდოდ ერთი დიზაინის ანალოგი დღესაც ვერ მოიძებნა). მეორე: რა გამოგვარჩევს კონკურენტებისგან “ტექნოლოგია”, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ და ხარისხი, 100 % ნატურალური ბიო პროდუქცია, მაგის გარჩევა არ გაუჭირდება არავის. მესამე: ” წიგნის მეგობარი” ყველასგან განსხვავებით ზრუნავს ყველა იმ ადამიანზე, ვისაც სურს შეძენა და ამზადებს პერსონალურ ზომებს, როგორც პირველი კლასის ბავშვებისთვის, ასევე ყველა ასაკის ადამიანისვის.

– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ჩვენი მომხმარებლები არიან, ვისაც დღემდე უყვართ წიგნის კითხვა და ასევე მშობლები, რომლებიც ზრუნავენ პატარაობიდანვე გაუმარტივონ და შეაყვარონ ბავშვებს წიგნი და წიგნთან ურთიერთობა. არის მოულოდნელი, განსხვავებული კარგი საჩუქარი.

– გვესაუბრეთ წამოწყების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე

პანდემიიდან გამომდინარე ” წიგნის მეგობარი” აგრძელებს მუშაობას, გვაქვს მისი განვითარების ისეთი იდეა, რომელსაც ასევე მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და რომლის დაპატენტებასაც ვაპირებთ ახლო მომავალში. ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ განსხვავებული ხის დამუშავების ისეთ მეთოდს, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

ფბ გვერდი