„ჩიზზზის“ მეშვეობით, შეძლებ 10 წუთში საკუთარი ხელით მოამზადო იდეალური აჭარული ხაჭაპური. ამ ინოვაციური იდეის ავტორებს ნათია ჯგუბურიას და გიორგი ბოჭორიშვილს გავესაუბრეთ და გთავაზობთ ინტერვიუს.

– როგორ გაჩნდა ეს ინოვაციური იდეა?

იდეა გაგვიჩნდა პანდემიის დაწყებამდე. ლოქდაუნში კი გადავწყვიტეთ ამ იდეის განხორციელება.

– სახელიც საკმაოდ საინტერესო აქვს, გაგვიმხილეთ მისი წარმოშობის ისტორია

რადგან ჩიზზზის მომავალს საერთაშორისო ბაზარზე ვხედავთ, გვინდოდა სახელი ყოფილიყო ლაკონური და ადვილად დასამახსოვრებელი.

ყველი არის აჭარულის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი – სახელიც შესაბამისია.

– როგორი იყო პირველი მომხმარებლების გამოხმაურება?

პირველი მმომხარებლები იყვნენ მეგობრები, რომელთა მხარდაჭერამ და მოწონებამ გადაგვაწყვეტინა ჩიზზზი-ს წარმოების დაწყება.

– განათლება ან გამოცდილება თუ გქონდათ, რამაც გაგიმარტივათ საქმიანობა?

ნებრასკაში გატარებულმა 2 სასწავლო წელმა და 25 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე – საშუალება მომცა ამ იდეის გახორციელების.

– რა საშუალებებს იყენებთ ახალ მომხმარებლებამდე მისასვლელად?

ყველა ხელმისაწვდომ არხს გამოვიყენებთ, რომელიც დაეხმარება ჩიზზზი-ს წინსვლაში.

– როგორია „ჩიზზზის“ სამომავლო გეგმები?

  • 2022 წლიდან გაყიდვების დაწყება მაღაზიებში და ონლაინ
  • საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი
  • 3 წელიწადში ჩიზზზი-ს რეკლამა სუპერ ბოულის ფინალში

უშუალოდ მომზადების პროცესს შეგიძლია დააკვირდე აქ  

დეტალურ აღწერა კი აქ 

ჩიზის ფბ გვერდი