“ჩიზზზი” – გამოაცხვე აჭარული ხაჭაპური 10 წუთში
„ჩიზზზის“ მეშვეობით, შეძლებ 10 წუთში საკუთარი ხელით მოამზადო იდეალური აჭარული ხაჭაპური. ამ ინოვაციური იდეის ავტორებს ნათია ჯგუბურიას და გიორგი ბოჭორიშვილს გავესაუბრეთ და გთავაზობთ ინტერვიუს.
– როგორ გაჩნდა ეს ინოვაციური იდეა?
იდეა გაგვიჩნდა პანდემიის დაწყებამდე. ლოქდაუნში კი გადავწყვიტეთ ამ იდეის განხორციელება.
– სახელიც საკმაოდ საინტერესო აქვს, გაგვიმხილეთ მისი წარმოშობის ისტორია
რადგან ჩიზზზის მომავალს საერთაშორისო ბაზარზე ვხედავთ, გვინდოდა სახელი ყოფილიყო ლაკონური და ადვილად დასამახსოვრებელი.
ყველი არის აჭარულის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი – სახელიც შესაბამისია.
– როგორი იყო პირველი მომხმარებლების გამოხმაურება?
პირველი მმომხარებლები იყვნენ მეგობრები, რომელთა მხარდაჭერამ და მოწონებამ გადაგვაწყვეტინა ჩიზზზი-ს წარმოების დაწყება.
– განათლება ან გამოცდილება თუ გქონდათ, რამაც გაგიმარტივათ საქმიანობა?
ნებრასკაში გატარებულმა 2 სასწავლო წელმა და 25 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე – საშუალება მომცა ამ იდეის გახორციელების.
– რა საშუალებებს იყენებთ ახალ მომხმარებლებამდე მისასვლელად?
ყველა ხელმისაწვდომ არხს გამოვიყენებთ, რომელიც დაეხმარება ჩიზზზი-ს წინსვლაში.
– როგორია „ჩიზზზის“ სამომავლო გეგმები?
- 2022 წლიდან გაყიდვების დაწყება მაღაზიებში და ონლაინ
- საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი
- 3 წელიწადში ჩიზზზი-ს რეკლამა სუპერ ბოულის ფინალში
უშუალოდ მომზადების პროცესს შეგიძლია დააკვირდე აქ
დეტალურ აღწერა კი აქ