ბუტკო – მცენარეთა სასტუმრო
– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?
თავიდან, როდესაც ჩვენთვის მცენარეების მოვლა მხოლოდ ჰობი იყო ვამჩნევდით სერვისების სიმცირეს და ვხედავდით როგორ იზრდებოდა მოთხოვნა და ინტერესი დეკორატიული მცენარეების მიმართ, შესაბამისად პანდემიაში, როდესაც სამსახურებიდან გამოგვიშვეს, გადავწყვიტეთ გადაგვედგა პირველი ნაბიჯი და დავაარსეთ ბუტკო და მასთან ერთად შევქმენით ქართული ბაზრისთვის ინოვაციური სერვისი დეკორატიული მცენარეების სასტუმრო.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხარებელს ბუტკო სთავაზობს ორ პროდუქტს Plant Hotel By Butko და Plant Care By Butko.
მცენრეთა სასტუმროს დახმარებით მცენარეთა მოყვარულებს საშუალებას ვაძლევთ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში მცენარეებზე ზრუნვა ჩვენ გვანდონ. გარდა ამისა, გვყავს მებაღეების ჯგუფი ვინც ადგილზე მიდის და მკურნალობს და უვლის მცენარეებს. ასევე, ვამწვანებთ ინტერიერს და ექსტერიერს და ვაწარმოებთ კოკედამებს, რაც არის ხავსის ბურთში ჩასმული მცეანრე.
რაც შეეხება Plant Care By Butko – ეს არის ბუტკოს მიერ ორგანიზებული მცენარეების მოვლის ჯგუფი , სადაც ჩვენი მებაღეები გაცემენ უფასო ონლაინ კონსულტაციას. ჩვენი ჯგუფის საშუალებით მცენარეთა მოყვარულებს საშუალება ეძლევათ გააზიარონ გამოცდილებები და ინფორმაციები მცენარეთა მოვლასთან დაკავშირებით.
– როგორი იყო პირველი მომხმარებლების გამოხმაურება?
პირველმა მომხარებელმა სხვათაშორის ძალიან მალე გვიპოვა, სულ რამდენიმე დღის გამოჩენილი იყო ჩვენი სერვისი , როდესაც მისი უდიდესი მცენარეების კოლექცია 3 კვირით გვანდო და იმის მერე პერიოდულად გვიტოვებს მის მწვანე მეგობრებს და გვიხარია რომ კმაყოფილია.
– ძირითადად ვინ არის დაინტერესებული თქვენი პროდუქტებით?
ჩვენი სერვისებით ძირითადად ინტერესდებიან ის ადამიანები ვისაც მცენარეებთან თანაცხოვრება მოსწონთ და ამაში გარკვეულ ფინანსურ რესურს დებენ, ასევე ის ადამიანები ვისაც სურს ახლობელ ადამიანებს მარადიული სიმწვანე აჩუქოს. ჩვენი სოციალური ქსელების არხებით კი ის ადამიანები ინტერესტებიან ვისაც მოსწონს ინფორმაციის მიღება მცენარეების შესახებ.
– რა შემაფერებელი გარემოებები გქონდათ?
თავდაპირველად ბუნდოვანი იყო ამ სერვისების მომავალი, მაგრამ ბაზარმა დაინტერესება დაგვანახა, რამაც იმედი ჩაგვისახა, გარდა ამისა ყოველთვის ნელა ხდება კომპანიის განვითარება როდესაც თავდაპირველი ფინანსური რესურსი მწირია.
– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
მომხარებელს ამ ეტაპზე შეუძლია სოციალური ქსელებით დაკავშირება – FB Page & Group, IG, Tik-Tok, Linkedin და მითითებულ ნომერზე.
– როგორია სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ გვინდა მცენარეებთან ურთიერთობა სკოლების დახმარებით ბავშვებსაც დავაწყებინოთ, ასევე გვეგმავთ თერაპიულ ვორქშოპებს.