ჟანა ბალიაშვილი, 31 წლის ხელოვანი და ორი შვილის დედა, არის ადამიანი, რომელმაც ტრადიციული ქართული „მამალო“ სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მისი ბრენდი „აბოდაკო“ ტკბილეულის, ტრადიციისა და ხელოვნების თანამედროვე სინთეზია. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა იქცეს უნიკალურ საქმედ, რომელიც ბავშვებსა და დიდებს ერთნაირად აბედნიერებს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

იდეა, რომელიც შვილებმა შთაგონეს

ჟანას გზა „აბოდაკომდე“ მაშინ დაიწყო, როდესაც მეორე შვილზე იყო ორსულად. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა სურვილი, შეექმნა რაღაც ახალი და განსხვავებული.

„იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩემი მეგობრის მიერ დამზადებული ტრადიციული მამალოები ვნახე. ჯერ მათი დაბრენდვა, შემდეგ კი მუშაობის პროცესში სრულიად ახალი ფორმებისა და დიზაინის შექმნა გადავწყვიტე. ჩემი შვილები იყვნენ მთავარი შთაგონება და მოტივაცია,“ — იხსენებს ჟანა.

ისტორიული სიახლე: ანბანის ლოლიპოპები

„აბოდაკომ“ პირველად ისტორიაში შექმნა ქართული ანბანის მამალო-კანფეტები. ამ ინოვაციამ ბრენდს დიდი პოპულარობა მოუტანა სკოლებში, ბაღებსა და სადღესასწაულო წვეულებებზე, განსაკუთრებით „ანბანის შემობრძანების“ ზეიმებზე.

  • უნიკალური დიზაინი: ანბანის ასოები, თემატური მამალოები საჭადრაკო სკოლებისთვის და ბრენდირებული ლოლიპოპები კომპანიებისთვის.

  • ნატურალურობა: ჟანას აქვს ხაზი, სადაც საერთოდ არ იყენებს ქიმიურ საღებავებსა და არომატიზატორებს. ფერისა და გემოს მისაღებად ის მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს იყენებს.

ღამეული შრომა და გამოწვევები

წარმატების მიღმა უამრავი უძილო ღამე და სირთულე დგას. მამალო მაღალ ტემპერატურაზე მზადდება, რაც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.

„ღამეებს ვათენებდი მუშაობით, სანამ ბავშვებს ეძინათ, რომ უსაფრთხო გარემო ყოფილიყო. პატარა ბავშვით ხელში მუშაობა ნამდვილად რთულია, თითებიც ბევრჯერ დამწვია, მაგრამ ჩემს თავს მუდამ ვეუბნები, რომ არაფერია, რაც არ შემიძლია.“

თანამშრომლობა და აღიარება

გზა არ ყოფილა დაბრკოლებების გარეშე. ჟანა იხსენებს საკურიერო კომპანიის მიერ დაკარგულ ამანათებს და იდეის მოპარვის მცდელობასაც, თუმცა ამან ის უფრო გააძლიერა. დღეს ის უკვე წარმატებით თანამშრომლობს მსხვილ ბანკებთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან და საგანმანათლებლო ცენტრებთან.

მისიია: განვითარება და სტიმული

ჟანასთვის „აბოდაკო“ მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის პლატფორმა მუდმივი თვითგანვითარებისთვის. მისი მიზანია, იყოს სამაგალითო დედა და სტიმული ყველა იმ ქალისთვის, ვისაც საკუთარი საქმის წამოწყება სურს.

„ჩემი რჩევაა: არ დანებდეთ. გარშემომყოფების ქება ყოველთვის გულწრფელი არ არის, ამიტომ მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეთ და იცოდეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ!“

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით