ხშირად ყველაზე ნამდვილი და ეფექტური პროდუქტები სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ავტორი თავად ხდება საკუთარი გამოგონების პირველი მომხმარებელი. ბრენდი „Roseleni“ სწორედ ასეთი ისტორიის მატარებელია. მისი დამფუძნებელი, რომელიც პროფესიით ქიმიკოსია (გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მაგისტრი), 2-წლიანი ლაქტაციის შემდგომი თმის ცვენისა და სკალპის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. 5-წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ ლაბორატორიაში და საკუთარი პრობლემის მოგვარების სურვილმა მას უბიძგა, შეექმნა თმის მკვებავი ზეთი, რომელიც დღეს უკვე ბევრი ქალბატონისთვის იმედად იქცა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

სახელის სიმბოლიკა: როზმარინი და ელენე

ბრენდის დასახელება, Roseleni, შემთხვევითი არ არის. მასში ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ერთიანდება:

  • „Ros“ — მიანიშნებს როზმარინზე, რომელიც პროდუქტის მთავარი, მამოძრავებელი ძალაა.

  • „eleni“ — დამფუძნებლის 2 წლის შვილის, ელენეს სახელია. ეს სახელი სიმბოლურად გამოხატავს იმას, რაც ამ ბიზნესის საფუძველია: ბუნებრივი ძალა და დედობრივი მოტივაცია.

მეცნიერული მიდგომა: რატომ არის „Roseleni“ განსხვავებული?

ბაზარზე არსებული ბევრი ანალოგისგან განსხვავებით, „Roseleni“ არ იყენებს მზა ეთერზეთებს. აქ აქცენტი პირველწყაროზე და სწორ ტექნოლოგიაზეა:

  1. ბუნებრივი ექსტრაქცია: პროდუქტი მზადდება ექსტრა ვირჯინ (ცივი დაწურვის) ზეითუნის ზეთის ბაზაზე.

  2. ინგრედიენტების სინთეზი: როზმარინისა და დაფნის ბუნებრივი ექსტრაქტები ორთქლის აბაზანაზე მუშავდება, რაც საშუალებას იძლევა, მცენარედან ყველა სასარგებლო თვისება ზეთში გადავიდეს.

  3. გაძლიერებული ფორმულა: პროცესი სრულდება E ვიტამინის დამატებითა და 24-საათიანი დაყოვნებით, რაც მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„ტექნოლოგია უნდა იყოს სწორად შერჩეული, რომ ეფექტურობა იყოს მაღალი. მე არ ვმუშაობ ეთერზეთებით, ვამზადებ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებზე, რათა მივიღო ჯანსაღი და ეფექტური თმის მოვლის საშუალება,“ — განმარტავს ავტორი.

შრომატევადი გზა: ინგრედიენტებიდან შეფუთვამდე

ერთი შეხედვით მარტივი პროცესის მიღმა უდიდესი შრომა დგას. პროდუქტის დამზადება მოიცავს:

  • ხარისხიანი ინგრედიენტების მოპოვებას;

  • ნედლეულის საფუძვლიან გარეცხვასა და გაშრობას;

  • ორდღიან მომზადების ციკლს;

  • ფილტრაციას, ჩამოსხმასა და ინდივიდუალურ შეფუთვას. ამ ყველაფრის პარალელურად, დამფუძნებელი პატარა შვილს ზრდის, თუმცა სწორად დაგეგმილი რუტინა მას საშუალებას აძლევს, ხარისხი არ დათმოს.

პირველი ნაბიჯები და აღიარება

ყველაფერი ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებითა და რეცეპტების შეჯერებით დაიწყო. როდესაც ზეთმა საკუთარ თავზე საოცარი შედეგი აჩვენა, ავტორმა ის ჯერ მეგობრებს გაუზიარა. პირველი პარტია თბილისში მეგობართან გაიგზავნა ცნობადობის ასამაღლებლად. მას შემდეგ ბრენდს მხოლოდ დადებითი გამოხმაურება აქვს.

„ჯერ ნეგატიური შეფასება არ მიმიღია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც რაღაცას გულით და პატიოსნად აკეთებ, მას აუცილებლად მოაქვს შედეგი.“

მოტივაცია და სამომავლო ხედვა

დამფუძნებლისთვის მთავარი სტიმული მისი შვილია. მას სურს, პატარა ელენეს უკეთესი მომავალი შეუქმნას და ამავდროულად, საკუთარი პროფესიული ცოდნა სასარგებლო საქმედ აქციოს. სამომავლო გეგმებში წარმოების გაფართოება და რეალიზაციის გაზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ლოგისტიკა და მასალების მოპოვება (ხარისხიანი როზმარინი, ზეთი, ტარა) გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, „Roseleni“ განვითარებას განაგრძობს.

რჩევა დამწყებ მეწარმეებს

„აკეთეთ გულით, სიყვარულით და დადებითი ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ.“

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით