შესავალი

თამთა წულაძე ხელნაკეთი დეკორის შემქმნელი და ორი შვილის დედაა. მისი ბრენდი „TAMORÉ handmade“ აერთიანებს სკულპტურული თაბაშირის ნაკეთობებსა და სურნელოვან სანთლებს. თამთასთვის ეს საქმიანობა არ არის უბრალოდ ბიზნესი, ეს არის სიყვარულით სავსე პროცესი, რომელიც ხშირად ღამის საათებში, შვილების დაძინების შემდეგ იწყება.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– თამთა, როგორ გაჩნდა „TAMORÉ handmade“-ის შექმნის იდეა და როგორია თქვენი მუშაობის პროცესი? – ხშირად მაშინ ვმუშაობ, როცა ჩემს შვილებს სძინავთ – სწორედ ღამის სიჩუმეში იბადება ჩემი იდეები. ეს საქმე ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს არის სიყვარული და შრომა, რომელიც თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა. ჩემთვის მთავარი მოტივაცია სწორედ შემოქმედების სურვილით მოდის. როცა ვხედავ, როგორ უხარიათ მომხმარებლებს ჩემი ნამუშევრების ხილვა, ეს მაძლევს ენერგიას, რომ ახალი იდეები განვახორციელო.

– როგორც ორი შვილის დედას და მეწარმეს, რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა? – ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დროის სწორად განაწილებაა. ვცდილობ, შევინარჩუნო ბალანსი ოჯახსა და საქმეს შორის, რაც არც ისე მარტივია. გარდა ამისა, როგორც ხელნაკეთ პროდუქტებში, ჩემთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ხარისხის მუდმივი შენარჩუნება და განვითარება. სირთულეებს ვუყურებ როგორც შესაძლებლობას, დავხვეწო ჩემი უნარები.

– როგორ უმკლავდებით ამ სირთულეებს? – ვცდილობ, გამოვიჩინო მოთმინება, ყურადღება დეტალებზე და შემოქმედებითი მიდგომა, რათა პრობლემის ნამდვილი მიზეზი დავინახო. დედობისა და მცირე ბიზნესის მფლობელის გამოცდილება ძალიან მეხმარება სირთულეების მართვაში.

– ვინ ან რა გაძლევთ სტიმულს, რომ არ გაჩერდეთ? – ჩემი შვილები არიან ჩემი მთავარი სტიმული. მინდა, რომ ჩემი შრომითა და შემოქმედებით მათაც ვუჩვენო, როგორ შეიძლება ოცნებების რეალობად ქცევა.

– რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს? – დაწყებისას მთავარია მოთმინება და მცირე ნაბიჯებით წინსვლა. ყურადღება მიაქციეთ ხარისხს, დაიცავით საკუთარი სტილი და არასოდეს დაკარგოთ შემოქმედებითი ხედვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით