სურნელოვანი სანთლები სიმყუდროვისთვის: გაიცანით ქართული ბრენდი „Annosia“
შესავალი
ანანო მაშავა დამწყები მეწარმეა, რომელმაც გადაწყვიტა, საყვარელი ადამიანების გაბედნიერების სურვილი რეალურ საქმიანობად ექცია. „Annosia“ (ანნოსია) სურნელოვანი სანთლების ბრენია, რომელიც მომხმარებელს სიმყუდროვესა და დადებით ემოციებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ანანოს ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა, მან ყველაფერი ნულიდან დაიწყო და დღეს უკვე თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ანანო, როგორ გაჩნდა „Annosia“-ს შექმნის იდეა? – იდეა ძალიან ბუნებრივად და ემოციურად გაჩნდა. უბრალოდ მინდოდა, ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანები მნიშვნელოვან დღეებში გამეხარებინა და ჩემგან სახსოვრად ჰქონოდათ რაიმე სიმბოლური საჩუქარი. სწორედ ამ სურვილმა მიბიძგა, შემექმნა ისეთი ნივთები, რომლებიც სხვებსაც ასიამოვნებდათ.

– გქონდათ თუ არა გამოცდილება ამ სფეროში და როგორი იყო პირველი ნაბიჯები? – ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონია, ყველაფერი აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე. პირველ ეტაპზე შევიძინე საჭირო მასალები და დავიწყე პრაქტიკული მეცადინეობა. როცა შედეგით კმაყოფილი ვიყავი, შევქმენი გვერდი და დავიწყე აქტიურობა სოციალურ ქსელებში.
– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რით არის თქვენი პროდუქცია გამორჩეული? – „Annosia“ მომხმარებელს სთავაზობს სურნელოვან სანთლებს, რომლებიც დასამახსოვრებელია და ინტერიერს ძალიან კარგ, მყუდრო ატმოსფეროს სძენს. ვქმნი ძალიან მოთხოვნად და ყველასათვის სასურველ საჩუქრებს, რომლებიც სითბოს მატებს ნებისმიერ გარემოს.

– რა არის დღეს თქვენი მთავარი გამოწვევა? – ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ ბაზარზე სურნელოვან სანთლებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა და კონკურენციაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე უკვე მყავს ჩემი ერთგული მომხმარებლები, რაც მაძლევს სტიმულს, არ გავჩერდე და გავაგრძელო განვითარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


