შესავალი

ჟანა ავროევა გარდაბანში გაიზარდა და დღეს 60 წლისაა. ის ამბობს, რომ ჩვეულებრივი დიასახლისია, რომელიც დროს შვილიშვილების მოვლას უთმობს, თუმცა მისი ხელები საოცარ ნივთებს ქმნის. ქსოვა ბავშვობაში დედამ ასწავლა და ეს ჰობი მთელი ცხოვრება თან სდევდა. ორი წლის წინ კი, რძლის ინიციატივით, ჟანას შემოქმედებამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და ასე გაჩნდა ბრენდი Zhanna Handmade.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ჟანა, თქვენი საქმიანობა ოჯახური ტრადიციით დაიწყო. როგორ გახსენდებათ პირველი ნაბიჯები? – ქსოვა ჯერ კიდევ ბავშვობაში დედამ მასწავლა, რომელიც საოჯახო საქმეებში ძალიან ნიჭიერი იყო. ეს ცოდნა მთელი ცხოვრების განმავლობაში თან დამყვა. თავდაპირველად მხოლოდ ოჯახისთვის, მეზობლებისა და ახლობლებისთვის ვქსოვდი – ეს იყო შარფები, ქუდები, ხელთათმანები და პატარა სათამაშოები.

– როგორ მოხდა თქვენი ჰობის ბიზნესად ქცევა და სოციალურ ქსელებში გამოჩენა? – ორი წლის წინ ჩემმა რძალმა შემომთავაზა, რომ სოციალურ ქსელებში პროფილი გაგვეხსნა და ჩემი ნამუშევრების ფოტოები საჯაროდ დაგვედო. მეც დავთანხმდი. ასე შეიქმნა ჩვენი გვერდები Facebook-სა და Instagram-ზე. ამან მომცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ჩემი ნამუშევრები წარმედგინა ფართო აუდიტორიისთვის, არამედ გამეცნო ადამიანები, რომლებიც ჩემსავით არიან გატაცებულნი ამ საქმით.

– რას სთავაზობთ დღეს მომხმარებელს და როგორ ცდილობთ სიახლეების ათვისებას? – დღეს იდეებს ინტერნეტიდანაც ვიღებ და ვსწავლობ ახალ ტექნიკებს, რათა ნამუშევრები უფრო აქტუალური და სრულყოფილი გავხადო. ჩემი ასორტიმენტი გაფართოვდა: ვქმნი სათამაშოებს – როგორც საბავშვო, ასევე საახალწლო თემატიკის, სხვადასხვა მოდელის ჩანთებსა და ტანსაცმლის ელემენტებს როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

– რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა ამ საქმიანობაში? – მთავარი გამოწვევა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. ჩემი მიზანია, შევქმნა ხარისხიანი, უსაფრთხო და პრაქტიკული პროდუქცია, რომელიც ადამიანებს სიხარულს მოუტანს. წარსული გამოცდილება და დედისგან ნასწავლი საფუძვლები მეხმარება, რომ ყოველი ნივთი განსაკუთრებული იყოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით