ფერადი შთაგონება: პანდემიამ ახალი სიცოცხლე შთაბერა ხელოვნებას
დღეს გვსურს გაგაცნოთ შემოქმედი, რომელმაც პანდემიის პერიოდში საკუთარ თავში აღმოაჩინა ძველი ნიჭი და ახალი შესაძლებლობები. მისი ფერადი და განსხვავებული ხედვა დღეს უკვე მრავალი ადამიანის სახლს ამშვენებს. სრულად იხილეთ ფბ გვერდი
– როგორ გაჩნდა იდეა?
სტუდენტობის მერე არ მიხატია; იდეა გამიჩნდა ისევ ხატვა დამეწყო პანდემიის პერიოდში. გაამართლა კიდეც; მოთხოვნადია და გაყიდვადია ჩემი ნამუშევრები.
– მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე
პირველად რომ დავდე ჩემი ნამუშევარი, ძალიან მოეწონათ და დიდი ინტერესი წამოვიდა; ზუსტად ამან მომცა სტიმული, რომ გამეგრძელებინა ხატვა.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებელს ვთავაზობ განსხვავებულ და საინტერესო ნამუშევრებს, რომელიც გამოირჩევა სიფერადით და შინაარსით.
– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?
ბავშვობაში დავდიოდი ხატვის წრეზე, საიდანაც ბევრი რამ ვისწავლე; ასევე ხშირად გვქონდა გამოფენებიც.
– რა გამოწვევების წინაშე დგახართ?
საკმაოდ კარგი და ბევრი მხატვარია და რთულია კონკურენცია გაუწიო; ყოველთვის ვცდილობ რაღაც განსხვავებული და საინტერესო შინაარსიანი ნამუშევარი შევქმნა.