– სად შეისწავლეთ საქმიანობა?

თვითნასწავლი ვარ

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

მზადდება ხელით,ჩემი ნამუშევრების შექმნის დროს ბევრი დეტალის და ნიუანსის გათვალისწინება მიწევს,აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მომხმარებლის მოთხოვნა,ის მზადდება კონკრეტული მომხამრებლის სიმაღლის,წონის გათვალისწინებით,ყველა ხელჯოხის დიზაინი ჩემია და წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას

– გქონდათ ბიზნეს გეგმა, როცა იწყებდით?
ბიზნეს გეგნა არ მქონია,უბრალოდ მჯეროდა რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი.ხარისხზე და მომხარებლის კმაყოფილებაზე ვიყავი ორიენტირებული,რამაც გაამართლა

– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგემები
ძალიან მინდა ჩემი ნაკეთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადიოდეს,ვგეგმავ განვათავსო Etsy-ზე,EBay -ზე და Amazon-ზე,

– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ დაგეწყოთ?

2016წელში მოვხვდი ავარიაში,დამჭირდა ჯოხი,აფთიაქის ალუმინის ხელჯოხი ძალიან არაკომფორტული და ვიზუალურად უალამაზო იყო,ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ შემქმნა,პირველი ხელჯოხი ჩემთვის გავაკეთე,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ახლობლებეში და მეგობრებში,ასე დაიბადა ხელნაკეთი ხელჯოხების იდეა.

– მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ

ვამზადებდი ახლობლებისთვის,ასევე მიმქონდა ჩემს ტაძარში რათა გაჭირვებულებს დავხმარებოდი,რასაც დღემდე ვაკეთებ

– სად და როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი? რა საშუალებებს იყენებთ ახალი მომხმარებლის მოსაზიდად?
მაქვს ფეისბუქგვედი ,მიკავშირდებიან ტელეფონზე,whatsapp-ში ,Viber -ში,ასევე განცხადებები განთავსებული მაქვს სხვადასხვა გვერდებზე:shop.ge,mymarket.ge,Marketplace-ზე,ვუშვებ facebook-ზე ფასიან რეკლამებს

– ყველაზე დიდი იმედგაცრუება

საქართველოში არ ფასობს ხელნაკეთი ნივთები,ამიტომ შესაბამისად შრომასთან შედარებით ,ფასიც ძალიან დაბალი აქვს ,ასევე ბანკში,რომ მიხვალ ბიზნესს სესხზე ისეთ პროცენტებს გეუბნებიან არაფრის კეთაბა აღარ მოგინდება,ძალიან ძვირია მასალებიც ,კარგი ხის მასალა ან არ იშოვება ,იშოვი და სასწაული ფასები აქვს.

– განათლება გქონდათ ამ სფეროში,სად შეისწავლეთ საქმიანობა?

35 წელია ვმუშაობ ფერად ლითონზე,ვაკეთებ ანტიკვარული ავეჯის ბრინჯაოს და თითბერის(ლატუნის)დეტალებს,ხეზე მუშაობა ყოველთვის მიზიდავდა,გავეცანი ლიტერატურას,რჩევებს ვეკითხებოდი მეგობრებს, რომლებიც ხეზე მუშაობდნენ,დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოცდილებაზე დაყრდნობით ვისწავლე.ფაქტიურად თვითნასწავლი ვარ.

– რამდენ დროს უთმობთ თქვენს საქმიანობას?

ჩემი საქმიანობა დიდ დროს მოითხოვს,ზოგიერთი ხელჯოხის დამზადებას 5-6დღესაც ვანდომებ

 

– რა არის ძირითადი პროდუქტები,ან სერვისები რომელსაც სთავზობთ მომხმარებელს?

მომხარებელს ვთავზობთ სრულ სერვისს,როგორც მიწოდებას ნებისმიერ მისამართზე მთელი საქართველოს მაშტაბასევე ადგილზე მოსვ ლას და შეძენას, ვჩუქნიხელზე ჩამოსაკიდ ხელჯოხის თასმებს,რომელსაც მე თვითონ ვამზადებ

– როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება?

უმეტესწილად პატივისცემას გამოხატავენ,მოსწონთ როცა მათი ნება-სურვილის მიხედვით მზადდება ხელჯოხი,იშვიათ შემთხვავში არიან ისეთებიც ვინც საერთოდ ვერ ხვდება შრომის ფასს

– რას ფიქრობდნენ თქვენი მეგობრები,ან ოჯახის წევრები,როცა გააცანით თქვენი იდეა?

ყველას მოეწონა ეს წამოწყება ,განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს და უცროს შვილს ვმადლობ,მეუღლე მეხმარება ფეისბუქგვედის მართვაში ადმინის და ოპერატორის მოვალეობა აქვს შეთავსებული.შვილი პროფესიონალი ფოტოგრაფია და ხელჯოხებს უღებს ხარისხიან ფოტოებსდა ვიდეოებს,

– როგორი გამოხმაურება გაქვთ მომხმარებლისგან?

საკმაოდ კარგი,რაზეც მეტყველებს ფეისბუქგვერდის შეფასებები,კომენტარები,სამადლობელი წერილები.ასევე ერთხელ თუ შეიძენენ კიდევ მოდიან და სხვასაც სთავაზობენ