ვერას ხელნაკეთი აქსესუარები
მე ვარ ვერა ფარცვანია,33წლის და ვქარგავ თმის ბაფთებს,ჩანთებს,საყელოებს და სხვა აქსესუარებს.
საქმიანობა 2022 წელს დავიწყე, თვითნასწავლი ვარ. ჩემი მოტივაცია იყო მეკეთებინა საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ამ გზით თანხის გამომუშავებაც შემძლებოდა.
თუ აქსესუარების შეკვეთას ჩემთან გადაწყვიტავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეკვეთას უმაღლესი ხარისხის ძაფებითა და ქსოვილებით დაგიმზადებთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაქარგის სირთულესა და ზომასთან ადეკვატურ დროში.
ყოფილა მომენტი, დანებებაზე მიფიქრია, რადგან, როგორც ყველა დამწყებ ბიზნესს, მეც მქონდა სირთულეები, თუმცა ჩემი ოჯახი, საქმისადმი სიყვარული და მიზანდასახულობა ძალიან მეხმარება, ძალას მმატებს და წინ მივდივარ.
სამომავლოდ ძალიან ბევრი იდეა აქვს, რომელთა განსახორციელებლად საჭირო ტექნიკის შეძენასა და სამკერვალოს გახსნას ვგეგმავ.