„თაიას“ დიორამები — როგორ ვაქციოთ ბავშვობის მოგონებები მინიატურულ ხელოვნებად?
პირველი ნაბიჯები: როგორ იქცა ჰობი პროფესიად
ყველაფერი 5 წლის წინ, ახალი წლის მოლოდინში დაიწყო. თამარ იანვარაშვილს სურდა შეექმნა რაღაც განსხვავებული, რაც სტანდარტულ დეკორაციებს არ დაემსგავსებოდა.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში„ეზოში ვიპოვნე ხის მოჭრილი მორი, ნაძვის წიწვები, მოვიძიე ბავშვების სათამაშოებში სხვადასხვა ფიგურები და ავაწყე ზამთრის კომპოზიცია. სწორედ ამ პირველმა ნაბიჯმა და მეგობრების დიდმა გამოხმაურებამ მომცა სტიმული, რომ გამეგრძელებინა,“ — იხსენებს თამარი.
თავდაპირველად ეს იყო ექსპერიმენტები მარტივი მასალებით, რათა მასწავლა კომპოზიცია, მასშტაბი და ელემენტების შერწყმა. ნელ-ნელა, ინტერნეტისა და კოლეგებთან კომუნიკაციის საშუალებით, თამარმა აითვისა რთული ტექნიკები და საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა.

ინოვაცია და ემოციური არქიტექტურა
დღეს „თაია“ სამი მიმართულებით ვითარდება: ფენტეზი მინიატურები, რეალური სახლების ემოციური მოდელები და საქართველოში პირველი დიორამა-დღიურები. ეს უკანასკნელი თამარის სავიზიტო ბარათია — მან მოახერხა დიორამის პრაქტიკული გამოყენება და ის ყოველდღიური ჩანაწერების განუყოფელ ნაწილად აქცია.
გამოწვევები და საერთაშორისო ხედვა
მიუხედავად იმისა, რომ თამარი „სტარტაპერის“ გამარჯვებული და „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, მისი მთავარი გამოწვევა ხარისხის დაცვაა. ის მიიჩნევს, რომ შრომატევადი პროცესი სათანადოდ უნდა ფასდებოდეს, ამიტომაც მისი სამომავლო გეგმები საერთაშორისო აუდიტორიას უკავშირდება, სადაც ხელნაკეთი დიორამის ავთენტურობა განსაკუთრებულად ფასობს.
ინტერვიუ რესპონდენტთან :
შესავალი: პროფესიით ჟურნალისტი ვარ,ვმუშაობდი ტელევიზიაში,საინფორმაციო სააგენტოში.ასევე განათლება მაქვს მიღებული მარკეტინგის მიმართულებით ,გავლილი მაქვს იუესეიდის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის და ასევე კრისტალ კონსალტინგის ტრენინგები,ვარ თიბისის ერთ-ერთი პროექტის „სტარტაპერი“-ს გამარჯვებული და პირველი ბენეფიციარი,რის შემდეგაც შემიქმნეს პორთფოლიო მარკეტინგული აქტივობებისთვის. ვარ “აწარმოე საქართველოში” გამარჯვებული.

მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე: დიორამების შექმნით დავინტერესდი მინიატურული გარემოს და დეტალებისადმი ინტერესის გამო. თავდაპირველად ვცდილობდი მარტივი მასალებით პატარა სცენების შექმნას, რათა მესწავლა კომპოზიცია, მასშტაბი და სხვადასხვა ელემენტის ერთმანეთთან შერწყმა. ნელ-ნელა დავიწყე ახალი ტექნიკების შესწავლა, სხვადასხვა მასალის გამოყენება და უფრო რთული დიორამების შექმნა. ეს პროცესი დამეხმარა გამოცდილების დაგროვებაში და საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაში. ამ ეტაპზე შეკვეთებს ნაკლებად ვიღებ, რადგან ვფიქრობ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხარისხზე ორიენტირებული დიორამების ნამდვილი ღირებულება ყოველთვის სათანადოდ არ აღიქმება. ხშირად მომხმარებლებისთვის რთულია დეტალურად და შრომატევად შესრულებული ნამუშევრისა და უფრო მარტივად გაკეთებული ვარიანტის ერთმანეთისგან გარჩევა, ასევე კონკურენციაც ყოველთვის ჯანსაღი არ არის. ამიტომ ვცდილობ მეტი დრო დავუთმო საკუთარი უნარების განვითარებას და ეტაპობრივად გავიტანო ჩემი ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიაზე, სადაც ხელნაკეთი დიორამების ხარისხი და შრომა უფრო მეტად ფასდება.
როგორ გაჩნდა იდეა?: 5 წლის უკან საკუთარი თავში სრულიად განსხვავებული ნიჭი აღმოვაჩინე. ამბავი დაიწყო ახალი წლის წინა პერიოდში,მსურდა სტანდარტული საახლალწლო დეკორაციებისგან განსხვავებლი ნივთი გამეკეთებინა, რაც იქნებოდა კრეატიული და თან ექნებოდა დეკორატიული ფუნქცია. ეზოში ვიპოვნე ხის მოჭრილი მორი, ნაძვის წიწვები ,მოვიძიე ბავშვების სათამაშოებში,სხვადასხვა ფიგურები და ავაწყე ზამთრის კომპოზიცია. სოციალურ ქსელში განთავსების შემდეგ მეგობრებში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მომეცა სტიმული და ამას მოჰყვა მეორე და მესამე.გამომდინარე იქიდან რომ მუშაობის პროცესი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა მოვიძიე ინფომრაცია ინტერნეტში და მივაგენი ჩემი ჰობის სახელწოდებას. ეს არის დიორამა- დიორამა წარმოადგენს სამგანზომილებიან მინიატურულ სცენას, რომელიც რეალურ ან ისტორიულ გარემოს ასახავს. იგი გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვის, კოლექციონერებისთვის, დეკორაციისთვის და ვიზუალური პრეზენტაციისთვის. დიორამა საშუალებას აძლევს მაყურებელს უკეთ აღიქვას კონკრეტული ადგილი, ისტორიული მოვლენა ან ბუნებრივი გარემო პატარა მასშტაბში, დეტალურად და რეალისტურად.

წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ?: წარსულში არ მქონია გამოცდილება მინიატურული სცენების და ხელნაკეთი დეკორაციების შექმნაში. ჩემთვის სრულიად ახალი სფერო იყო, თუმცა დროთა განმავლობაში შევისწავლე თავიდან ინტერნეტის საშუალებით,შემდეგ კოლეგებთან კომუნიკაციით და პრაქტიკაში რცევების გამოყენებით.ამ პროცესმა მომცა შესაძლებლობა გამევითარებინა დეტალებზე ორიენტირება, კომპოზიციის შექმნა, სხვადასხვა მასალის გამოყენება და სივრცის რეალისტურად წარმოდგენა. გამოცდილებამ ასევე მასწავლა დროის მართვა, იდეის დაგეგმვა და ნამუშევრის ეტაპობრივად შექმნა.
რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?: გამოვყოფ სამ ძირითად პროდუქტს,ესენია: 1.დიორამა, რომელსაც ვქმნი წარმოსახვით.ფენტეზი მინიატურული სამყარო,რომლის გამოყენებაც შეიძლება დეკორატიული დანიშნულებით,გარე სივრცის,აივნების,ბაღების,ეზოების ლანდშაპტის გასაფორმებლად.დატვირთული იქნება ბუნებრივი ეფექტებით(ხავსი,მერქანი,მიწა და ა.შ). 2.რეალური ადგილების,სახლების მინიატურული მოდელები,რომელსაც ემოციური დატვირთვა აქვს.ის შეიძლება იყოს ძვირფასი ადამინისთვის,მეგობრისთვის,მეუღლისთვის,დედისთვის,მამისთვის,უფროსისთვის და ა.შ.ამ სერვისის სახე არის ემოციებზე გათვლილი,მისი საშუალებით შესაძლებელია “თაია”-ს მომხმარებლებმა გააცოცხლონ ბავშვობის სახლი,ნივთები,რომელიც მნიშვნელოვანი იყო ან არის.ამ სახით მე შევქმნი პროდუქტს-ემოციას,რომელსაც შესაძლებელია ადამიანები ხელით შეეხონ. 3.დღიურები- პროდუქტი,რომლის იდეაც საქართველოში პირველად დავნერგე,როგორც დიორამის პრაქტიკული გამოყენების საშუალება.მასზე გადამაქვს მინიატურული კარები,ფანჯრები,ხეები და ა.შ,ვფიქრობ ეს არის განმასხვავებელი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი,რაც გამომარჩევს სხვა დიორამა არტისტებისგან.მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ყოველდღიური ჩანაწერებისთვის და ჩანახატებისთვის,ასევე ფოტო ალბომად.

რა გამოწვევების წინაშე დგახართ?: დიორამის შექმნის პროცესში მთავარი გამოწვევებია მასალების შერჩევა, დეტალების სიზუსტე და დროის სწორად განაწილება. ხშირად რთულია მცირე მასშტაბში რეალისტური ეფექტის მიღწევა და ყველა ელემენტის ჰარმონიულად შერწყმა. ასევე გამოწვევაა იდეის სწორად დაგეგმვა და ტექნიკების შერჩევა, რათა საბოლოო შედეგი მაქსიმალურად რეალისტური და ხარისხიანი იყოს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ზოგჯერ მომხმარებლებისთვის რთულია ხარისხიანი, დეტალებზე ორიენტირებული დიორამის და შედარებით მარტივად ან იაფად შესრულებული ნამუშევრის შორის განსხვავების აღქმა. ჩემი მიდგომა ეფუძნება ხარისხს, რეალისტურ დეტალებს და შრომატევად პროცესს, თუმცა ბაზარზე შესაძლებელია მსგავსი ვიზუალის უფრო იაფი ვერსიების ნახვა, რაც ზოგჯერ ამ მიმართულების ღირებულების გარკვეულწილად გაუფასურებასაც იწვევს. მიუხედავად ამისა, ვცდილობ შევინარჩუნო მაღალი ხარისხი და ავუხსნა მომხმარებლებს ხელნაკეთი დიორამის მნიშვნელობა და შრომა, რომელიც თითოეულ ნამუშევარში იდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


