Stumari / სტუმარი – ტრადიციისა და ინოვაციების შესანიშნავი სინთეზი-ღვინის ჩაი!
– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?
ღვინის ჩაი მზადდება ყურძნისა და ღვინის გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულის მაღალტექნოლოგიური გადამუშავებით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის ყურძენი, ყურძნის კანი, წიპწა და უალკოჰოლო კონცენტრილრებული ღვინო. წარმოების პროცესი მოიცავს 8 ძირითად საფეხურს, რის შედეგადაც ვღებულობთ პროდუქტს, რომელსაც გააჩნია როგორც ღვინის საგემოვნო ასევე სასარგებლო თვისებები.
– გქონდათ ბიზნეს გეგმა, როცა იწყებდით?
კომპანიისა და პროდუქტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესი იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტი არის სრულიად ახალი და მსგავს პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება არ არსებობდა, აუცილებელი იყო ღვინის ჩაის შექმნისა და მომზადების ტექნოლოგიური პროცესის დაგეგმვა.
ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესი გახლდათ ერთ – ერთი ფუნდამენტური საკითხი გუნდისთვის.
ვფიქრობთ, რომ ბიზნეს გეგმა არა ფორმალური, არამედ კომპანიის სტაბილური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავდა: წარმოების, პროდუქტის განვითარების, მარკეტინგული კომუნიკაციის, სამიზნე აუდიტორიის, გუნდის განვითარებისა და ექსპორტის მიმართულებების სტრატეგიულ სამოქმედო სქემას.
ამას გარდა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კომპანიის დაფუძნების საწყის ეტაპზევე მივიღეთ მონაწილეობა სტარტ-აპ საქართველოს კონკურსში და გავიმარჯვეთ როგორც გამორჩეული ქართული ინოვაციური პროდუქტი.
კომპანიას ,,სტუმარს“ მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში: ჩვენ ვართ Creative Business Cup-ის გამარჯვებულები, როგორც გამორჩეულად კრეატიული და ინოვაციური ბრენდი. პროექტი ამასთანავე არის ,,ჯიტას“ (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანადაფინანსების საგრანტო პროექტის გამარჯვებული.
დეტალურად გააზრებული ბიზნეს გეგმის და წინასწარ გაწერილი სტრატეგიის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება.
– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა რომ დაგეწოთ?
კომპანიის დაარსებისა და მისი განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა სურვილი, რომ ეფექტურად გამოგვეყენებინა საქართველოში არსებული უნიკალური რესურსები და ამასთანავე წარმოგვედგინა სრულიად ახალი და უნიკალური პროდუქტი.
ჩვენი ძირითადი მიზანია წარმოებაში ინოვაციის დანერგვის გზით, მომხმარებელს შევთავაზოთ არაგენმოდიფიცირებული, ჯანსაღი და უნიკალური პროდუქტი, რომელიც გახდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში. ამასთანავე, გვსურს, შევქმნათ გამორჩეული ქართული ბრენდი, როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.
– მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ
ჩვენი ისტორია 2016 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა აშშ-ში სამაგისტრო პროგრამის დასრულებლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და კომპანიის დაარსება გადაწყვიტა.
სტარტაპერობის გზა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა კი ,,ღვინის ჩაის“ მსგავს პროდუქტზე მუშაობის ტექნოლოგიების არქონა იყო. ასევე არ არსებობდა ტექნოლოგიური საწარმოო ხაზი, რისი შექმნაც ჩვენ თავადვე მოგვიწია.
წარმოების პროცესის სრულყოფისა და პროდუქტის თვისებების გაუმჯობესების მიზნით მუდმივად მიმდინარეობდა საწარმო ხაზის სხვადასხვა სახით ტესტირება, ხოლო სააბოლოო შედეგის მისაღწევად ჩატარებული იქნა 200-მდე ლაბორატორიული ცდა. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა მიგვეღო უნიკალური ფორმულა, რომლის გამოყენებით შექმნილ პროდუქტს, გააჩნია ღვინის საგემოვნო თვისებები. ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდენობა კი სამჯერ აღემატება ღვინოში არსებულ მაჩვენებლებს.
და რატომ სტუმარი? სტუმარი ღვთისაა – ეს ფრაზა ალბათ ხშირად გსმენიათ. ის ნათლად გამოხატავს საქართველოს კულტურის, მასპინძლობისა და სტუმრის პატივისცემის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
ჩვენც გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და შევიმუშავეთ ახალი პროდუქტი – ღვინის ჩაი, რომელიც დიდი ზრუნვითა და ქართული მემკვიდრეობის პატივისცემით არის შექმნილი.
– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
მომხმარებლები უმეტესწილად გვიკავშირდებიან კომპანიის სოციალური ქსელებისა და მეილის საშუალებით. ამასთანავე, მუდმივად გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებლებთან, რათა პროდუქტის განვითარების მიმართულებით, მათი რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება შევძლოთ.
აღსანიშნავია, რომ ,,სტუმარში“ პროდუქტის შეფუთვის დიზაინისა თუ საგემოვნო მახასიათებლების დახვეწის კუთხით – ყოველ საფეხურზე ხდება სატესტო დეგუსტაცია და დიზაინის ვიზუალიზაცია, რათა მაქისმალურად მოხდეს ბრენდის ღირებულებისა და მომხმარებლების მოლოდინების ერთმანეთთან შეჯერება.
კომპანია ,,სტუმარი“ და ,,ღვინის ჩაი“ წარმოდგენილია თბილისსში არსებულ სუპერმარკეტების ქსელებში, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებსა და სასტუმროებში, ესენია: გუდვილი, ბადაგი, ევროპროდუქტი, 8000 მოსავალი, ქართული კალათა, სხვა. ამასთანავე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მარტივად Wolt-Market-ის საშუალებით.
დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე stumaritea.com