შესავალი

ნათია კაჭკაჭური პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსი და ERP სისტემის ადმინისტრატორია. მისი ყოველდღიურობა ციფრებს, ლოგიკასა და სისტემურ აზროვნებას ეთმობა, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მასში ყოველთვის ცოცხლობდა შემოქმედებითი ბუნება. ბრენდი „ხელნაკა“ სწორედ ამ ორი სამყაროს – ზუსტი მეცნიერებისა და თავისუფალი ხელოვნების ჰარმონიული შერწყმაა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ნათია, თქვენი პროფესია საკმაოდ შორს დგას ხელოვნებისგან. როგორ მოხდა გადასვლა ციფრებიდან სამკაულების შექმნამდე? – ბავშვობიდან ხელსაქმე ჩემი განსაკუთრებული უნარი იყო – თავად ვქსოვდი და ვიკერავდი სამოსს. შემოქმედება ჩემთვის მხოლოდ ჰობი არასოდეს ყოფილა, ეს იყო საკუთარი თავის გამოხატვის გზა. სამკაულების შექმნა სამი წლის წინ სრულიად სპონტანურად დაიწყო – მეგობრის შვილს სჭირდებოდა განსაკუთრებული სამკაული, რომლის მსგავსიც ვერ მოიძებნა. გადავწყვიტე მეცადა და სწორედ ასე შეიქმნა ჩემი პირველი ყელსაბამი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

– როგორ გადაიქცა ეს მეგობრული ჟესტი ბიზნესად? – მეგობრების მხარდაჭერამ და დაჟინებულმა თხოვნამ მიბიძგა, შემექმნა ბიზნესგვერდი „ხელნაკა“. მათ დამარწმუნეს, რომ ჩემი ჰობი დამატებითი შემოსავლის წყაროდ მექცია და ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო. ასე დაიწყო ჩემი ნამუშევრების განთავსება და რეალიზაცია.

– რას სთავაზობს „ხელნაკა“ მომხმარებელს და რით არის თქვენი სამკაულები გამორჩეული? – მომხმარებელს ვთავაზობ ბუნებრივი ქვებისგან დამზადებულ ექსკლუზიურ სამკაულებს. ჩემთვის თითოეული ნივთი არის სიყვარულით, სიზუსტით და ყურადღებით შექმნილი პატარა ისტორია. ჩემი პროფესიული გამოცდილება მეხმარება, რომ თითოეული დეტალი იყოს ზუსტად გათვლილი და ხარისხიანი.

– რა არის დღეს თქვენი ყველაზე დიდი მიზანი? – ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა და ამავდროულად მიზანი საკუთარი შოურუმის გახსნაა. მინდა შევქმნა სივრცე, სადაც ჩემი ნამუშევრები „ცოცხლად“ შეხვდებიან მომხმარებელს და საკუთარ ისტორიებს თავად მოუყვებიან ადამიანებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით