მე ჯონი ვარ, ტატუ-არტისტი. დაახლოებით ორი წელია, რაც თბილისიდან ბათუმში „გადმოვბარგდი“. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში და ვარ ასე — ბედნიერი და გაღიმებული. ჩემთვის ტატუ ბავშვობიდან არსებობს; თავიდან მეგობრებისთვის გაკეთებული მცირე „ნაჯღაბნებით“ დაიწყო, რაც შემდეგ დიდ პროფესიად ვაქციე.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

პირველი ნაბიჯები და „აკრძალული“ ეპოქა

ჩემი პირველი ნაბიჯები საკერავი ნემსითა და საწერი კალმის მელნით გაფერადებულ მეგობრების კანს უკავშირდება. მაშინ დავიწყე, როცა ტატუს ხელოვნებას ჯერ კიდევ „ნაკოლკას“ ეძახდნენ. ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობდა — მე და ჩემი თაობის არტისტებმა ეს ცოდნა ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა წყაროდან შევაკოწიწეთ. სწავლა დღემდე არ დამისრულებია, რადგან სიბერემდე სწავლა აუცილებელია.

მომხმარებლის ემოცია – საცობი ბათუმის ქუჩებში

მომხმარებლის დამოკიდებულება ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია. ერთხელ, ტიპმა, რომელსაც ერთი წლის წინ დავახატე ტატუ, შუა ქუჩაში მიცნო, მანქანა გზის ცენტრში გააჩერა, გადმოვიდა და გადამეხვია. ბათუმის ისედაც ვიწრო ქუჩაზე იმხელა საცობი შეიქმნა, რომ სანამ მძღოლები გინებას დაგვიწყებდნენ, მანამდე მიხაროდა ეს აღიარება.

სირთულეები და „ყველაფრისმცოდნე“ კლიენტები

ყველაზე დიდი სირთულე ის მომენტია, როცა კლიენტს ჰგონია, რომ ჩემზე უკეთ იცის ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრება ვუთმობ. დაიზეპირებენ ხოლმე სადღაც გაგონილ ფრაზებს და გონებაშეუვალები ხდებიან. ასევე, დიდი იმედგაცრუებაა, როცა დღეებს ათენებ ესკიზზე მუშაობაში და კლიენტი ორი წუთით ადრე გწერს: „ვერ მოვდივარ, ბებია გამითხოვდაო“.

რას ვთავაზობთ მომხმარებელს?

ჩემი სერვისი არის ხარისხიანი, უსაფრთხო და პროფესიონალურად შესრულებული ტატუ. მარტივად რომ ვთქვათ — ადამიანებს თვითგამოხატვაში ვეხმარები. პროცესი იწყება იდეით, დეტალების დაზუსტებით და მთავრდება ტექნიკური შესრულებით, სადაც 100%-იანი კონცენტრაციაა საჭირო, რადგან ამ საქმეში მცირედი შეცდომაც არ დაიშვება.

სამომავლო გეგმები და ფილოსოფია

„დათა თუთაშხიასი“ არ იყოს, ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესი — ვფიქრობ ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ამ სფეროს „ეშმაკეულს“ უწოდებს, ტატუ ბევრ სიკეთეს იძლევა. ჩემი ერთადერთი პრიორიტეტია, რომ ხვალ უკეთესი შედეგი მქონდეს, ვიდრე დღეს მქონდ

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით