როგორ აქცევს „მზიანი სივრცე“ ბავშვის ემოციებსა და თვითშეფასებას განათლების ნაწილად?
რა ხდება მაშინ, როცა სასწავლო პროცესი მხოლოდ სახელმძღვანელოებს კი არა, ბავშვის შინაგან სამყაროს, მის ემოციებსა და თვითშეფასებას ეხება? სწორედ ასეთი მიდგომით შეიქმნა „მზიანი სივრცე“ – ადგილი, სადაც ბავშვებს უსმენენ, მათი სჯერათ და შეცდომას განვითარების ნაწილად მიიჩნევენ.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოშითეა ზაქარეიშვილისთვის ეს სივრცე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საგანმანათლებლო ცენტრი. ეს არის პასუხისმგებლობა ოცნებებზე, სახელწოდებით „აისრულე“, და იმ უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქრის – სანის არსებობით დაიწყო. სწორედ სანის სახელი და ის სინათლე იქცა მთავარ შთაგონებად, რომ შექმნილიყო გარემო, სადაც ყოველი ბავშვი საკუთარ „მზიან მხარეს“ აღმოაჩენს.

– რა იყო ის შინაგანი იმპულსი, რომელმაც „მზიანი სივრცის“ შექმნამდე მიგიყვანათ?
– „მზიანი სივრცე“ დაიბადა ერთი ძალიან უბრალო, მაგრამ ძლიერი სურვილიდან — ბავშვებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მათ უსმენენ და მათი სჯერათ. მინდოდა გარემო, სადაც ბავშვი არ არის მხოლოდ მოსწავლე, არამედ პიროვნებაა; სადაც მისი აზრი მნიშვნელოვანია, ემოცია — მისაღები, შეცდომა კი — განვითარების ნაწილი.
კომპანიის იურიდიულ სახელად „აისრულე“ სწორედ ამიტომ ავირჩიე. ჩემთვის ეს სიტყვა საკუთარ ოცნებებზე პასუხისმგებლობას ნიშნავს. ოცნებები არ სრულდება თავისთავად — ისინი უნდა აისრულო შრომით, თანმიმდევრულობითა და სიყვარულით. „მზიანი სივრცე“ ამ გზაზე პირველი დიდი ნაბიჯი იყო.
რაც შეეხება სახელს — „მზიანი სივრცე“, ის ჩემს შვილს, სანის მიეძღვნა (რაც მზიანს ნიშნავს). მას მეუღლესთან ერთად ბევრი წელი ველოდით და როგორც კი ჩვენს ცხოვრებაში შემოანათა, ყველაფერი გაამზიანა. სახელიც, შესაბამისად, სიმბოლური შევურჩიეთ.
– რით განსხვავდება „მზიანი სივრცე“ ტრადიციული საგანმანათლებლო გარემოსგან?
– ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ მასალას — ჩვენ ვეხებით ბავშვის შინაგან სამყაროს. ვმუშაობთ თვითშეფასებაზე, ემოციურ ცნობიერებაზე, კომუნიკაციაზე, პასუხისმგებლობაზე. ბავშვები სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას, ერთმანეთის მოსმენას, გუნდურობას და, რაც მთავარია, ადამიანების სიყვარულს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა აქედან წაიღოს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ შინაგანი სიმტკიცე, საკუთარი თავის რწმენა და დიდი სითბო.

– რას ნიშნავს თქვენთვის „წიგნიერების საათი“?
– „წიგნიერების საათი“ არის დრო, როცა ბავშვი წიგნთან მარტო არ რჩება — ის მასთან დიალოგში შედის. ჩვენ ერთად ვკითხულობთ, ვმსჯელობთ და ვსვამთ კითხვას: „შენ რას გააკეთებდი ამ პერსონაჟის ადგილას?“. ასე წიგნი ხდება სარკე, სადაც ბავშვი საკუთარ თავს ხედავს. ჩვენი მიზანია, კითხვა ვალდებულებად არ დარჩეს. როცა ბავშვი წიგნში საკუთარ ემოციას აღმოაჩენს, კითხვა ბუნებრივად უყვარდება.
– რა არის თქვენი დიდი ხედვა მომავალზე?
– მინდა, „მზიანი სივრცე“ კიდევ უფრო ფართო პიროვნული ზრდის ცენტრად იქცეს — ახალი მიმართულებებით, სხვადასხვა ასაკზე მორგებული პროგრამებითა და მეტი პრაქტიკული, ცხოვრებისეული უნარებით. ვგეგმავთ მეტი ტრენინგის ჩატარებას როგორც მშობლებისთვის, ისე სხვადასხვა საინტერესო თემებზე. ასევე გვსურს, დაემატოს „სალონური საუბრები“ ზრდასრულებისთვის, რის თაობაზეც სოციალურ ქსელში უამრავი კითხვა შემოდის.
გაფართოვდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება — სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს უკვე თითო ჯგუფში თითო ბავშვი (ობოლი ან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან) სრულიად უსასყიდლოდ დადის ჩვენს ცენტრში. ეს არ არის აქცია — ეს ჩვენი ღირებულებაა. ჩემი სურვილია, „მზიანი სივრცე“ იყოს ადგილი, სადაც ყველა ბავშვს აქვს შანსი, რადგან როცა ბავშვს შესაძლებლობას აძლევ, სინამდვილეში მომავალს აძლევ ძალას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

