behero.ge ატარებს რიგით მესამე ონლაინ ოლიმპიადას ინგლისურ ენაში.  დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუში

– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

ჩვენი კომპანია შეიქმნა იმ მიზნით რომ ხელი შეუწყოს საქართველოს კერძო და ზოგადსაგანმანათლებლო განათლების მიმღებთა განათლების ხელშეწყობა და მოტივირება. ამასთან, ჩვენ ვზრუნავთ საქართველოში ცოდნის შემოწმების გზების ელექტრონული მეთოდების დანერგვაზე, რაც გამოხატავს ოლიმპიადის ინოვაციურობას.

“განათლება არის ყველაზე მძლავრი იარაღი მსოფლიოს შესაცვლელად”

ნელსონ მანდელა 

“ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს განათლების მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში. არაა სავალდებულო სწავლის ძირი მწარე იყოს და ერთი შეხედვით მიუწვდომელი, მაგრამ ტკბილი კენწეროსკენ მიმავალ გზაზე ყველა ჩვენგანს სჭირდება თითოეული ნაბიჯის შეფასება, შედეგის გააზრება და მცირე გამარჯვებების აღნიშვნა. სწორედ ამიტომ, შევქმენით ოლიმპიადების ელექტრონული პლატფორმა BeHero, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევს საშუალებას გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები დრაკონთან ორთაბრძოლაში.

მიგვაჩნია, რომ სუპერგმირობისთვის სავალდებულ არაა ადამიანს ჰქონდეს ფრენის, სუპერ სიჩქარისა თუ სუპერ ძალის გამოყენების უნარი, ჩვენ გვჯერა, რომ კარგი განათლების მიღება უკვე სუპერგმირობის ტოლფასია. შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები “ერკინებიან დრაკონს” ანუ ოლიმპიადას, რომლის დამარცხებაც მხოლოდ ცოდნით შეიძლება, და შესაბამისად, ცოდნა და განათლება ყველზე მძლავრი იარაღია.”

გაგვაცანით ოლიმპიადის შესახებ დეტალები

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს და სტუდენტებს, რომელიც იმყოფება 2-12 კლასებს შორის და აქვს სურვილი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში საკუთარი კომპეტენცია დაადასტუროს.

        * ოლიმპიადა შედგება 1 ტურისაგან (30 დახურული კითხვისგან), რომელიც ტარდება კონკრეტულად დადგენილ თარიღებსა და საათებში;
* ყოველი ოლიმპიადა დაყოფილია შესაბამისი კლასების მიხედვით და კონკრეტული კლასის მოსწავლე დაწერს საკუთარი საფეხურისთვის შესაბამის ტესტს;
* ოლიმპიადისთვის გამოყოფილი დრო არის ტესტის დასაწყისიდან 55 წუთი. ამ დროის განმავლობაში, რეგისტრირებული აპლიკანტები წერენ ტესტს, ოლიმპიადით განსაზღვრული წესების შესაბამისად;
* ოლიმპიადის წესების შესახებ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ: წესები და პირობები [1];
* ტესტის დასაწერად, მოსწავლეებს სჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერული მოწყობილობა (კამერით) და ინტერნეტი. იგი სავალდებულია, რადგან საიტის მონიტორინგის გარდა, ოლიმპიადის ცოცხალი მონიტორინგი მიმდინარეობს პროგრამა Google Meet შეხვედრაზე ჩართვით;
* ტესტის დასრულების მომენტში, მოსწავლის ქულა აისახება ეკრანზე.
* ტესტის დასრულებისთანავე მონაწილეს შეუძლია ამობეჭდოს მონაწილის სერტიფიკატი.
* რეიტინგულად, უმაღლესი ქულის მქონე მოსწავლეკონკრეტული კლასიდან, ხდება ოლიმპიადების გამარჯვებული. ის მიიღებს ოფიციალურ ამობეჭდის სერტიფიკატს და წამახალისებელს პრიზს.
* ყველა მოსწავლე მიიღებს ელექტრონულ სერტიფიკატს. კონკრეტული ქულიდან გამომდინარე, მოსწავლე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.ასევე, ოლიმპიადის გამარჯვებული მასწავლეთა აკადემიური ხელმძღვანელები (მასწავლებლები), ჩვენგან მიიღებენ სამადლობელ წერილს
ოლიმპიადაზე რეგისტრაციისათვის, მოსწავლეები უნდა ეწვიონ შემდეგ ბმულს: http://iurl.ge/exammრეგისტრაციის ვიდეო ინსტუქცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე http://iurl.ge/englishგადახდისას, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ოლიმპიადის მონაწილის სახელი, გვარი და შეკვეთის ნომერი, რომლითაც ოლიმპიადის მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია. თანხის საბანკო ანგარიშზე ასახვის შემდგომ, მონაწილეს პირდაპირ დაუფიქსირდება ოლიმპიადაზე რეგისტრაციის წარმატებულად გავლა და მას საშუალება ექნება ოლიმპიადა წეროს მითითებულ დროსა და თარიღში.

ნიმუშები: (დააკლიკეთ სასურველ ჯგუფს და ნახეთ ნიმუში)

 

 – გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ

სამომავლოდ ვგეგმავთ ონლაინ ოლიმპიადები არამხოლოდ საქართველოში. არამედ მის ფარგლებს გარეთაც ჩავატაროთ.

 

33 საიტი ახალი უნარების ასათვისებლად