რედო – ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმი | უნიკალური ჭურჭელი და დეკორატიული ნივთები
აღმოაჩინეთ რედოს ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმი – უნიკალური ჭურჭელი და დეკორატიული ნივთები, შექმნილი ქართველი ოსტატის მიერ. თითოეული ნივთი არის განსაკუთრებული და ინდივიდუალური დიზაინის
მე ვარ ლედი, ბრენდი “რედოს” შემქმნელი. რედო აწარმოებს კერამიკის ხელნაკეთ ჭურჭელსა და დეკორატიულ პროდუქციას.
– სად შეისწავლეთ საქმიანობა?
კერამიკა შევისწავლე კერამიკის სტუდია “1300”-ში. პარალელურად აღნიშნულ სტუდიაში ვმუშაობდი 2 წელი.
– მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე
ყოველთვის მინდოდა საკუთარი ბრენდი მქონოდა და მეკეთებინა საყვარელი საქმე. როდესაც საფუძვლიანად შევისწავლე კერამიკა, მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა. თიხაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია და მაძლევს საშუალებას, რომ იდეები და ფანტაზიები მაქსიმალურად განვახორციელო.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ძირითადად ვქმნი საყოფაცხოვრებო და დეკორატიულ პროდუქციას.
– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე რედო მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ. ვიღებ მარკეტებში მონაწილეობას. სამომავლოდ ვისურვებდი, რომ საკუთარი სახელოსნო მქონოდა.
-რა რჩევას მისცემდით დამწყებ მეწარმეებს, რომლებიც აპირებენ საკუთარი ბიზნესის დაწყებას?
პირველ რიგში ვურჩევდი, რომ კერამიკა იყოს მათი საყვარელი საქმიანობა და არ ჰგავდნენ სხვებს.