ინტერვიუ თენგიზ მაღლაფერიძესთან, კომპანია „მინი აგურის“ დამფუძნებელთან, რომელიც მომხმარებლებს თავაზობს რეალურის ანალოგ მინიატურულ ბლოკებს და აგურებს ხის სადგამით, ქაფჩით და ატრიბუტებით.​

– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა რომ დაგეწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა?

მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა პლასტიკის შექმნის შემდეგ, რადგან ის საგრძნობლად დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას და ეს ეხება ბევრ სფეროს.  დღეს უამრავი ბავშვი თამაშობს პლასტიკის ასაწყობი კუბიკებით და დეტალებით. ისინი ქმნიან სხვადასხვა კონსტრუქციებს და ისევე როგორც მე, ასევე მშობლების უმეტესობა არ არის დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში. საკუთარი შვილის მაგალითმა შთამაგონა შემექმნა ეკოლოგიურად სუფთა, რეალური, ისეთი სახის მინიატურული კონსტრუქცია, რომლითაც ბავშვი შეძლებდა თავისი კრეატიულობით შეექნა სასურველი ნაგებობა და არა კონკრეტული შაბლონის მიხედვით, რომელთა ინსტრუქციებში წარმოდგენილია თითოეული ნაბიჯი, რაც გარკვეულ ჩარჩოებს უწესებს ბავშვის აზროვნებას. როდესაც ბავშვს მივუტანე ჩემს მიერ ამ პროდუქციით შექმილი მცირე ზომის აგურები და ვუყურებდი თავისი პაწაწინა ხელებით, როგორ აძრობდა, აწებებდა და ქმნიდა კონსტრუქციებს, დავრწმუნდი, რომ მშობლები, ბებიები, ბაბუები და ზოგადად დაინტერესებული პირები, რომლებიც აღმოაჩენენ ამ პროდუქციას სათამაშოების მაღაზიაში ან ონლაინ პლატფორმაზე რა სიამოვნებით შეიძენენ თავიანთი ბავშვებისთვის. საწყის ეტაპზე მცირე ინვესტიცია განვახორციელეთ. ბიზნესის განვითარება საკმაოდ კარგი ტემპით და ეტაპობრივად მიმდინარეობს. საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები სრულად ფარავს ხარჯებს და მიღებული მოგების კვლავწარმოებაში ჩაშვება ხდება. ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

 

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ნაკრების ღირებულება 10 ლარიდან იწყება. გვაქვს როგორც აგურის, ბლოკის, ლეგო ბლოკის, ცემენტის ასევე სახლის სრული ნაკრებები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გარდა პროდუქციის ხარისხისა ფასები ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის.

 

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

ინოვაციური პროდუქტი, რეალობის ანალოგი, მინიატურული ბლოკები და აგურები, ქაფჩით და ატრიბუტებით, სამშენებლო მასალები, ხელსაწყოები და უამრავი სხვა მოწყობილობა ბავშვებისათვის. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული, უსაფრთხო სათამაშო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისაგან არის დამზადებული და ბავშვებს საშუალებას აძლევს, სურვილისამებრ შეღებოს, ააშენოს და შექმნას საკუთარი რეალური მაკეტები – ჩვენი პროდუქცია იდეითა და არსით, ნამდვილად გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ძალიან მნიშნვნელოვან მიზანს ემსახურება – განავითაროს ბავშვის ნატიფი მოტორული უნარები, საშუალებას აძლევს გამოავლინოს კრეატიულობა და მიიღოს სასურველი ფერის და ფორმის მაკეტი.

 

– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოს მოქალაქეები ასევე საქართველოში მყოფი, უცხოელი ტურისტები ახორციელებენ შეძენებს. იწერებიან – რომ ძალიან მოსწონთ პროდუქცია და ისინი მას სხვადასხვა ქვეყანაში საჩუქრად უგზავნიან თავიანთ მეგობრებს: ჰოლანდიაში, გერმანიაში, უკრაინაში, თურქეთში, საბერძნეთში, არაბეთის გაერთიანებული ემირატებში და ა.შ.

 

– რა შემაფერებელი გარემოებები გქონდათ?

უკვე 1 წელია, რაც ვარსებობთ და ჩვენს პროდუქციას დიდი მოწონება აქვს, ამ დროის განმავლობაში არცერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ ყოფილა,ყველა, ვინც ჩვენი პროდუქცია შეიძინა, კმაყოფილია – და ისინი განმეორებით შეკვეთებს გვაძლევენ.

შეფერხება ფაქტობრივად არ გვქონია.

 

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

გავხსენით საკუთარი მაღაზია დიღმის მასივში,ასევე გვაქვს ონლაინ მაღაზია  – www.miniaguri.ge და  facebook გვერდი სადაც შეუძლიათ მომხმარებლებს განახორციელონ პროდუქციის შეძენა.

 

– როგორია სამომავლო გეგმები?

ვართ კრეატიული გუნდი,გვაქვს ამბიცია ვიყოთ გამორჩეული,როგორც ხარისხით ისე ფასებით, როგორც საქართველოში,ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.უახლოეს მომავალში ვფიქრობთ პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

მე როგორც მშობელი ვფიქრობ, რომ ბავშვს თუ მივცემთ შესაძლებლობას შექნას საკუთარი მინიატურული კონსტრუქცია და სამყარო ის გაუღრმავებს ინტერეს და მისცემს შესაძლებლობას შექმნას: საკუთარი – ახალი. ჩვენ გვინდა შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო – ჯანსაღი მომავლისათვის!