ინტერვიუ Keti Handmade ის შემქმნელთან ქეთი თვალჭრელიძესთან

– როგორ გაჩნდა იდეა?

ბავშვობიდან მიყვარდა ყველაფერი ლამაზი, ორიგინალური, სახალისო ფერებით დატვირთული სამყარო…ამის რეალიზაცია, ჩემდაუნებურად, ნაქსოვებში ტივტივდებოდა,რასაც თავიდან ჰობის ხასიათი ჰქონდა.

– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე

ჰობი, ნელ-ნელა საქმიანობად იქცა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. Როგორც ყველას მეც ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ფერადი ძაფებიც აღმომაჩნდა პანდემიამდე შეძენილი, რომლებიც ჩემი საქმის გამო უსაქმურად კარადაში ისვენებდა და თავის დროს ელოდა

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

Ძირითადად ფერად, სახალისო და ექსპერიმენტალურ მოდელებს, მოსაცმელებს, თათმანებს, ქუდებს და ა.შ. ყველაფერ იმას, რაც ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ახალისებს

– თქვენი აზრით, კონკრეტულად რა დაგეხმარათ განვითარებაში

სურვილი, ყოველი შემდეგი ნამუშევარი ყოფილიყო უფრო უკეთესი, ვიდრე წინა

 

– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა რომ დაგეწყოთ?

უცაბედად გამოჩენილმა ბევრმა თავისუფალმა დრომ გადამაწყვეტინა დამეწყო ბავშვობაში ნასწავლი ქსოვა

– როგორია საზოგადოების დამოკიდებულება თქვენს პროდუქტეზე?

ალბათ ამ კითხვაზე მომხმარებელი უკეთ გიპასუხებთ. Ჩემი აზრით ნივთები პრაქტიკულია და რაც მთავარია ფერადი

– გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

Რატომღაც ასე ჩამოყალიბდა ჩემ რეალობაში – გეგმები თავად მეძებენ და მპოულობენ. ჩემი ამჟამინდელი გეგმები ჩემ შვილებთანაა დაკავშირებული. მათი მომავალი დღეს პრიორიტეტია

 

Keti Handmade