ჯიჯის ტკბილეული – როგორ აქცია ენთუზიაზმმა ხელნაკეთი ზეფირის თაიგულები ბიზნესად
არსებობს საჩუქრები, რომლებიც ერთდროულად ვიზუალური ესთეტიკითა და გემოვნური თვისებებით გვაოცებს. სწორედ ასეთია „ჯიჯის ტკბილეული“ (Jijis sweets) — ბრენდი, რომელიც ბაზარზე განსხვავებული და ინოვაციური პროდუქტით შემოვიდა. ხელნაკეთი ზეფირის თაიგულები, რომლებიც ნატურალურ ინგრედიენტებზე მზადდება, დღეს ბევრი ადამიანის საყვარელი სასაჩუქრე იდეაა.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში
იდეა, რომელიც სპონტანურად დაიბადა
ყველაფერი უცხოურ საიტზე ნანახი ერთი ფოტოთი დაიწყო. იმ დროს საქართველოში ხელნაკეთი ზეფირის თაიგულები თითქმის არ არსებობდა, რამაც ავტორს ბიძგი მისცა, ძალები ამ სფეროში ეცადა.
„თავიდან ოჯახი ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ჩემს იდეას — ვის უნდა შენი ზეფირიო? მაგრამ შემდეგ ძალიან მგულშემატკივრობდნენ და მეხმარებოდნენ,“ — იხსენებს ბრენდის დამფუძნებელი.
ორი ერთში: თაიგული, რომელიც არ ჭკნება
„ჯიჯის ტკბილეული“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტს, რომელიც ერთდროულად ყვავილების თაიგულიცაა და უგემრიელესი დესერტიც.
ნატურალურობა: პროდუქტი მზადდება ნატურალურ ჯემებსა და აგარ-აგარზე.
უნიკალურობა: თითოეული ყვავილი ხელით იქმნება, რაც ყოველ თაიგულს განსხვავებულს ხდის.
პრაქტიკულობა: ეს არის საჩუქარი, რომელიც არ ჭკნება და მომხმარებელს განსაკუთრებულ ემოციას ანიჭებს.

გზა თვითნასწავლიდან პროფესიონალამდე
იმ პერიოდში საქართველოში ზეფირის დამზადების სასწავლო ცენტრი არ არსებობდა, ამიტომ ავტორს ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლა მოუწია.
„ნაწილობრივ თვითნასწავლი ვარ. ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა — ვამზადებდი ჯემებს, ვცდიდი სხვადასხვა ტექნიკას. წარსულში მქონე საკონდიტრო გამოცდილება ამ საქმეში ძალიან დამეხმარა.“
შრომატევადი პროცესი და გამოწვევები
ზეფირის თაიგულის შექმნა რამდენიმე ეტაპს მოითხოვს: ზეფირის მასის მომზადება, ყვავილების ფორმირება, მათი გაშრობა, თაიგულის აწყობა და ფოტო-ვიდეო გადაღება. მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე რეგიონებში მიწოდებაა, რადგან საკურიერო კომპანიებს 3-4 დღე სჭირდებათ, ავტორს კი სურს, რომ პროდუქტი მომხმარებელთან მაქსიმალურად სწრაფად და პირვანდელი სახით მივიდეს.
სამომავლო გეგმები: სასწავლო ცენტრის გახსნა
ავტორის მიზანი მხოლოდ ბიზნესის გაფართოება არ არის. მას სურს საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს.
„სამომავლოდ ვგეგმავ გავხსნა სასწავლო ცენტრი, სადაც შევასწავლი ჩემს საყვარელ საქმეს და მოვამზადებ მოსწავლეებს, რათა მათაც შეძლონ ზეფირის მაგიის შექმნა.“
რჩევა დამწყებ მეწარმეებს
„ჩემი რჩევა იქნება — არასოდეს დანებდეთ! იარეთ წინ თქვენი მიზნებისკენ. მთავარია მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და ხარისხის მუდმივი შენარჩუნება.“
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით




