მე ლევანი ვარ, 32 წლის. დაახლოებით 6-7 წლის წინ ავეჯის აწყობა მემონტაჟის პოზიციაზე დავიწყე. მაშინ ახალი შექმნილი ოჯახი მქონდა და ვიგრძენი, რომ პასუხისმგებლობის აღების დრო იყო. უკვე 4 წელია, რაც საკუთარი პატარა კომპანია ჩამოვაყალიბე და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები გზას, რათა მომავალში დიდი კომპანია შევქმნა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

გამოწვევები და მთავარი გაკვეთილები

თავიდან ყველაზე დიდ დაბრკოლებას საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა წარმოადგენდა — ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა დამოუკიდებლად თავის გართმევას. თუმცა, ამ გზაზე ვისწავლე მთავარი გაკვეთილი: სიახლეებსა და სირთულეებს არასდროს უნდა შევუშინდეთ. დღეს რომ შემეძლოს რამის შეცვლა, ალბათ უფრო ადრე და უფრო მეტად გავრისკავდი.

ხარისხი, რომელიც რეკლამაზე უკეთ მუშაობს

ჩემს საქმიანობაში მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ Facebook-რეკლამა გამოვიყენე, მას შემდეგ ახალ მომხმარებლებთან ძირითადად “რეკომენდაციებით” მივდივარ. კმაყოფილი მომხმარებლები ახლობლებსა და ნაცნობებს ურჩევენ ჩემს მომსახურებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიმართ ნდობა მაღალია და ურთიერთობაც უფრო მარტივად ყალიბდება.

პროდუქცია და წარმოების პროცესი

„ავეჯის სახლი“ მომხმარებელს სთავაზობს სახლის ავეჯს:

  • ლამინირებული დსპ-ს მასალისგან;

  • მდფ-ის (MDF) მასალისგან.

ეს საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია — აქ ფიზიკურ ძალასთან ერთად გონებრივი მუშაობაც აუცილებელია. ტექნოლოგიები კი ჩვენს საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობს, მათ გარეშე მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელია.

სამომავლო ხედვა

ეს საქმე ჩემთვის მხოლოდ სამსახური არ არის — ის ჩემი გასართობიც არის და ყოველდღიურობაც. მთელ დროს სახელოსნოში ვატარებ და სხვა რამისთვის იშვიათად ვიცლი. ჩვენი მიზანია, გავფართოვდეთ, გავიზარდოთ და ჩამოვყალიბდეთ სრულყოფილ, დიდ კომპანიად, რომელიც ავეჯის ბაზარზე თავის სიტყვას იტყვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით