მე ვარ ციტო სულაშვილი, 31 წლის. კერვა ბავშვობიდან მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს ინტერესი ჩემს პროფესიად მექცია. სასწავლებლის დასრულებისთანავე საწარმოში აღმოვჩნდი, თუმცა მოგვიანებით, ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის შემდეგ, სამსახურისთვის თავის დანებება მომიწია. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სამუშაო სივრცე სახლში მომეწყო, რათა პატარების გვერდით საყვარელი საქმე არ შემეწყვიტა. მქონდა პაუზები, მაგრამ მუშაობას მაინც ვაგრძელებდი და ასე გრძელდება დღემდე.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

როგორ გაჩნდა იდეა?

თავიდან ყველაფერს ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ვკერავდი. იმ პერიოდში ბაზარზე რთული იყო მისაღებ ფასად ხარისხიანი თეთრეულის შეძენა. ჩემმა ნამუშევრებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ახლობლებში, რომ ვიფიქრე — რატომაც არა, ჩემი ნაწარმი სხვებსაც გამოადგებოდათ.

პირველი ნაბიჯები და „ტესტირება“

თავდაპირველად სხვადასხვა ქსოვილებს ვყიდულობდი, ვტესტავდი შეკერვის ტექნიკებს და ხარისხს. შევქმენი სოციალური ქსელის გვერდიც, თუმცა თავიდან ჩემს მომხმარებლებს ძირითადად სანაცნობო წრე წარმოადგენდა. წარსულში მიღებული გამოცდილება და უწყვეტი პრაქტიკა ამ გზაზე ჩემი პირველი და მთავარი საყრდენი აღმოჩნდა.

რას სთავაზობს cisada მომხმარებელს?

ჩვენი ძირითადი მიმართულება საოჯახო ტექსტილია:

  • თეთრეული: როგორც დიდებისთვის, ისე ჩვილებისთვის (სრულყოფილი კომპლექტები);

  • ჩვილის მოვლის ნივთები: საჭირო აქსესუარები პატარებისთვის;

  • სუფრის დეკორი: მაგიდის გადასაფარებლები და სამზარეულოს ჭურჭლის ტილოები.

გამოწვევა: ონლაინ გაყიდვების სამყარო

დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ონლაინ გაყიდვების მართვაა. ონლაინ მაღაზიის სრულყოფილად ამუშავება, ახალი კლიენტების მოზიდვა და სწორი ციფრული კომუნიკაცია — ეს ის სფეროა, რომლის დაძლევასაც ახლა ვცდილობ, რათა ბრენდი უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით