შესავალი

თინა ფარჯიანი 32 წლის დიასახლისია მესტიიდან, სოფელ ლატალიდან. მისი საქმიანობა არ არის უბრალოდ პროდუქტის შექმნა, ეს არის მცდელობა, არ დაიკარგოს ის გემო, რომელიც თაობებს გადაეცემოდა. „თინას სვანური მარილი“ ბებიის ტრადიციული რეცეპტითა და სიყვარულით მზადდება, რათა ნამდვილი სვანური არომატი ყველა ოჯახში შევიდეს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– თინა, როგორ გაჩნდა სვანური მარილის დამზადების იდეა და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია? – იდეა ბებოს ტრადიციული რეცეპტით იყო შთაგონებული. მინდოდა, რომ ის გემო, რომელიც თაობებს გადმოეცემოდა, დავიწყებას არ მისცემოდა. ჩემი მიზანი იყო, შემენარჩუნებინა ნამდვილი სვანური მარილის არომატი და ისტორია.

– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ საქმიანობაში? – პირველი ნაბიჯები სვანურ სამზარეულოში სწორედ ბებოს რეცეპტით დაიწყო. დამოუკიდებელი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ბებოს გვერდით, ჯერ კიდევ ძალიან პატარა რომ ვიყავი, ნელ-ნელა ვისწავლე ნამდვილი ტრადიციული წესით დამზადება. ვმუშაობდი დიდი სიყვარულით, სიფრთხილით და სურვილით, რომ შედეგი იდეალური ყოფილიყო. ამან დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც სტიმული მომცა.

– რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, როცა ამ საქმეს იწყებდით? – მთავარი გამოწვევა გამოცდილების ნაკლებობა და საკუთარი თავის რწმენა იყო. თუმცა, სწორედ ამან მასწავლა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა. მივხვდი, რომ როცა საქმეს გულით აკეთებ, ყველაფერი გამოდის

.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს დღეს? – მომხმარებელს ვთავაზობ ნატურალურ სვანურ მარილს, რომელიც მზადდება ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ჩემთვის ხარისხი და გემო უპირველესია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით