AKRINE – სიყვარულით გაცოცხლებული სარკეები: მაკა კვანჭიანის ისტორია
ბრენდი MAKRINE იმ ნივთების გარშემო შეიქმნა, რომლებიც ჩვენს მეხსიერებასა და ემოციებს ინახავენ. მისი დამფუძნებელი, 37 წლის მაკა კვანჭიანი, ხელნაკეთი სარკეებით ცდილობს, თითოეული ადამიანის ინტერიერში სითბო და ინდივიდუალურობა შეიტანოს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– მაკა, მოგვიყევით თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ. როგორ გაჩნდა იდეა?
– ხელსაქმე ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. სარკეებამდეც ბევრ ნივთს ვამზადებდი საკუთარი სახლის ინტერიერისთვის — უბრალოდ მეხერხება და თითოეული ნივთის შექმნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა, მთავარი იმპულსი მაინც ოჯახური რელიქვია გახდა. სახლში მქონდა გარდაცვლილი დედისგან დანატოვარი სარკე, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. გადავწყვიტე, ის დიდი სიყვარულითა და ჩემი იდეებით განმეახლებინა. შედეგი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ პირველივე სარკემ ოჯახის წევრებისა და მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ მათი თხოვნითა და გამხნევებით გაჩნდა ბრენდი MAKRINE.

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი და რა არის მისი მთავარი მახასიათებელი?
– ეს არის სრულიად თვითნასწავლი საქმიანობა. ჩემი პროდუქტი ხელნაკეთი სარკეებია, რომლებიც ყვავილებით, სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებითა და, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარულით მზადდება. როდესაც საქმეს იწყებ, წინასწარი ბიზნესგეგმის გარეშე, მხოლოდ ემოციითა და ენთუზიაზმით, ნივთებიც განსაკუთრებული გამოდის.

– რა გამოწვევების წინაშე დგახართ დღეს, როგორც მეწარმე?
– მთავარი გამოწვევა ბაზარზე არსებული კონკურენცია და მსგავსი ტიპის პროდუქციის სიხშირეა. თუმცა, მჯერა, რომ ინდივიდუალური მიდგომა ყოველთვის პოულობს თავის მომხმარებელს. ჩემი მიზანია, MAKRINE უფრო მასშტაბური გახდეს და ჩემმა გვერდმა მეტი ადამიანი გააერთიანოს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმიანობა?
– ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი. ეს არის შესაძლებლობა, რომ წარსულის მოგონებები და ხელნაკეთი ნივთების კეთების ნიჭი ერთმანეთს დავუკავშირო. თითოეული შექმნილი ნივთი ჩემთვის პატარა გამარჯვება და უდიდესი მოტივაციაა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


