ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოშიინტერვიუ – „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა“ მარინე შავლაყაძე — მეცნიერი, რომელიც ქიმიას ადამიანის ჯანმრთელობასთან აკავშირებს და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმას ქმნის საქართველოში
მარინე შავლაყაძე — ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი, მკვლევარი და ლექტორი. 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნების ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 2014 წლიდან არის ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე. ამჯერად საქართველოს უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო ღონისძიებების (კონფერენცია, კონგრესი, სიმპოზიუმი, ფორუმი) ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე. აგრეთვე საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმის ინიციატორი.
2024 წელს დააფუძნა ორგანიზაცია „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი International Journal of Chemistry and Human Health. საერთაშორისო ჟურნალი ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა მისი ხელმძღვანელობით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი ბალნეოლოგიის მიმართულებით და გლობალური სიმპოზიუმი ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე. ამჟამად მიმდინარეობს მეორე გლობალური სიმპოზიუმის ორგანიზება, რომელიც გაიმართება ბათუმში 23–24 ივლისს.
ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება გუნდური მუშაობის საფუძველზე. პროექტის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული გუნდის წევრები: მირანდა შავლაყაძე, რომელიც ორგანიზაციაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს და პასუხისმგებელია კომუნიკაციისა და საერთაშორისო ღონისძიებების პოპულარიზაციის მიმართულებაზე; ასევე გიორგი ნატროშვილი და შორენა შავლაყაძე, რომლებიც ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ და ხელს უწყობენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას.
ერთობლივი მუშაობის შედეგად ორგანიზაცია ქმნის პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, განათლებას და საზოგადოებას.
- მოგვიყევით თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე
მე ვარ ქიმიისა და ბიოქიმიის სფეროში მომუშავე მკვლევარი და მეცნიერების პოპულარიზაციის ინიციატორი. ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია სამედიცინო ქიმიასთან, ბიოქიმიასთან და ადამიანის ჯანმრთელობაზე ქიმიური პროცესების გავლენის კვლევასთან.
ამ ხედვის საფუძველზე შევქმენი ორგანიზაცია „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა“, რომლის მიზანია მეცნიერების, განათლებისა და ჯანმრთელობის თემების ერთმანეთთან დაკავშირება და საზოგადოებისათვის მეცნიერების უფრო გასაგები ფორმით წარმოდგენა.
ჩემი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობას. 2014 წლიდან ვთანამშრომლობ პოლონეთის ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან, სადაც მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით და საგრანტო პროექტებში. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვან გამოცდილებას მაძლევს გარემოს ქიმიის, წყლის რესურსების მართვისა და ნიადაგის ეკოლოგიის მიმართულებით.
- როგორ გაჩნდა იდეა?
იდეა გაჩნდა დაკვირვებიდან, რომ მეცნიერება ხშირად მხოლოდ აკადემიურ სივრცეში რჩება, მაშინ როცა მისი გავლენა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უზარმაზარია. ქიმია და ბიოქიმია განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას, გარემოს და ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელიც მეცნიერებას საზოგადოებასთან დააკავშირებდა.

- მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე
პირველი ნაბიჯები იყო მცირე საგანმანათლებლო პროექტები, ლექციები და სამეცნიერო თემების პოპულარიზაცია. დროთა განმავლობაში ეს საქმიანობა გაფართოვდა და გადაიზარდა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობებში და ღონისძიებების ორგანიზებაში.
- რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენი ორგანიზაცია ქმნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სერვისებს, მათ შორის:
- საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებს
- სამეცნიერო პუბლიკაციებს
- საგანმანათლებლო პროგრამებს
- მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტებს.
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი – International Journal of Chemistry and Human Health, საერთაშორისო ჟურნალი ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა რომელიც მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი კვლევები საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარონ.
- წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ?
დიახ. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ქიმიისა და ბიოქიმიის კვლევებთან, უნივერსიტეტში სწავლებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასთან. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაცია.
2014 წელს მოვიპოვე პროფესორ სტანისლავ ტოლპას სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. მოგვიანებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განვახორციელე კვლევითი სტაჟირება ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
კვლევის თემას წარმოადგენდა საწარმოო ნარჩენებიდან მიღებული მანგანუმშემცველი მასალების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა ქიმიურად მელიორირებული ნიადაგის მისაღებად. ამ პერიოდში ასევე ჩართული ვიყავი პოლონურ საგრანტო პროექტში, რომელიც ეხებოდა ნიადაგის ტიპების გავლენას პესტიციდების დეგრადაციაზე.
ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი კვლევითი მიმართულებების განვითარებაში.
- რა გამოწვევების წინაშე დგახართ?
მთავარი გამოწვევა არის მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა საზოგადოებაში. ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური და ინსტიტუციური რესურსების მოძიება სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების მოძიება, რადგან მეცნიერების პოპულარიზაციის სფერო საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და საზოგადოების დაინტერესების მაჩვენებელი შედარებით დაბალია. სწორედ ამიტომ მუდმივად ვეძებთ ახალ აკადემიურ და ინსტიტუციურ პარტნიორებს.
- სად შეისწავლეთ საქმიანობა?
ჩემი აკადემიური და პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ქიმიისა და ბიოქიმიის სფეროსთან. სწორედ ამ სფეროში მიღებულმა განათლებამ და კვლევითმა გამოცდილებამ შექმნა საფუძველი ამ ორგანიზაციისთვის.
გარდა აკადემიური განათლებისა, აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ტრენინგებსა და კვლევით პროგრამებში სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე მაქვს საერთაშორისო საჯარო ლექციების წაკითხვის გამოცდილება უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ღონისძიებებზე.
- როგორ მზადდება თქვენი „პროდუქტი“?
ჩვენი პროექტები იქმნება მეცნიერებთან, უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. თითოეული ღონისძიება და პუბლიკაცია ეფუძნება სამეცნიერო კვლევებსა და პროფესიულ გამოცდილებას.
- გქონდათ ბიზნეს გეგმა როცა იწყებდით?
პირველ ეტაპზე მთავარი იყო იდეა და მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს სამეცნიერო ღონისძიებებს, საერთაშორისო თანამშრომლობებს და საგანმანათლებლო პროექტებს.
- გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომავალი ღონისძიებაა II Global Symposium on Chemistry, Biochemistry and Health Sciences, რომელიც გაიმართება 23–24 ივლისს ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.
ჩვენ უკვე წარმატებით ჩავატარეთ საერთაშორისო კონგრესი და პირველი გლობალური სიმპოზიუმი, ხოლო ახლა ვაგრძელებთ ამ პლატფორმის განვითარებას, რათა საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
ჩვენი მიზანია საქართველო იქცეს რეგიონულ პლატფორმად ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, სადაც მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან შეძლებენ კვლევითი გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
- რა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ დაგეწყოთ?
მეცნიერებისადმი ინტერესი და სურვილი, რომ ეს ცოდნა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
- მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ
პირველი ნაბიჯები იყო მცირე სამეცნიერო აქტივობები, ლექციები და ონლაინ კონტენტი, რაც მოგვიანებით გადაიქცა უფრო ფართო საერთაშორისო პლატფორმად.
- სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია სოციალური ქსელების, ელ. ფოსტის საშუალებით ასევე პირადი სამეცნიერო კონტაქტებით, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მეცნიერებთან.
- რა საშუალებებს იყენებთ ახალი მომხმარებლებისთვის?
სოციალური მედია, სამეცნიერო ღონისძიებები, საერთაშორისო თანამშრომლობები და აკადემიური ქსელები.

- ყველაზე დიდი იმედგაცრუება
ყველაზე რთულია ზოგჯერ საზოგადოების დაბალი ინტერესი მეცნიერების მიმართ, თუმცა ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას.
- ერთი რამ რასაც შეცვლიდით განვლილ გზაზე
ალბათ უფრო ადრე დავიწყებდი საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას.
- განათლება გქონდათ ამ სფეროში?
დიახ, ჩემი განათლება და პროფესიული საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია ქიმიისა და ბიოქიმიის სფეროსთან.
- რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?
ძირითადად რესურსების და პლატფორმების შეზღუდულობა მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მიზანია ორგანიზაცია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ძლიერი პლატფორმა.
- რამდენ დროს უთმობთ თქვენს საქმიანობას?
ეს საქმიანობა ჩემი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ყოველდღიურად დიდ დროს ვუთმობ.
- რამ შთაგაგონათ საქმიანობის დაწყება?
მეცნიერების სიყვარული და სურვილი, რომ ცოდნა საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდეს.
- რა არის ძირითადი პროდუქტები/სერვისები?
- სამეცნიერო კონფერენციები და სიმპოზიუმები
- საგანმანათლებლო პროგრამები
- სამეცნიერო ჟურნალი
- კვლევითი და პოპულარიზაციის პროექტები.
- რა მახასიათებლით გამოირჩევით კონკურენტებისგან?
ჩვენ ვაერთიანებთ მეცნიერებას, ჯანმრთელობას და განათლებას ერთ პლატფორმაში და ვქმნით საერთაშორისო თანამშრომლობის სივრცეს.
ჩვენი პლატფორმა უნიკალურია იმით, რომ აერთიანებს სამეცნიერო კვლევას, განათლებას, ჯანმრთელობის თემებს და მეცნიერების პოპულარიზაციას ერთ სივრცეში, რაც საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათი პრაქტიკაა.
- რა არის ყველაზე დიდი სირთულე?
საზოგადოებაში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა. ასევე ერთ-ერთი სირთულეა მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ძლიერი პარტნიორული ქსელის შექმნა, რადგან მსგავსი ინიციატივები საჭიროებს როგორც აკადემიურ, ასევე ინსტიტუციურ მხარდაჭერას.

- რა საშუალებებს იყენებთ ცნობადობისთვის?
სოციალური მედია, საერთაშორისო კონფერენციები, სამეცნიერო პუბლიკაციები და საგანმანათლებლო პროექტები.
- როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება?
ინტერესი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
- რა როლს თამაშობს ტექნოლოგია თქვენს საქმეში?
ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც კვლევაში, ასევე მეცნიერების პოპულარიზაციაში.
- თანამშრომლობთ სხვა კომპანიებთან?
დიახ, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება მეორე გლობალური სიმპოზიუმი ბათუმში.
- რამდენად შრომატევადია თქვენი საქმიანობა?
ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირებულია.
- რა არის ძირითადი გაკვეთილები, რაც ისწავლეთ?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის მუდმივი სწავლა და თანამშრომლობა.
- როგორ ანაწილებთ პრიორიტეტებს?
პრიორიტეტი ენიჭება პროექტებს, რომლებიც მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის კავშირს აძლიერებს.
- როგორ გაუმკლავდით სირთულეებს?
სირთულეების გადალახვაში ყველაზე მნიშვნელოვანია მიზნის მიმართ ერთგულება.
- რა არის თქვენი სამომავლო მიზნები?
მეცნიერებისა და ჯანმრთელობის თემებზე საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმის შექმნა. ასევე ჩვენი მიზანია საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და საქართველოში მეცნიერების, განსაკუთრებით ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების პოპულარიზაციის გაძლიერება.
- სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მეცნიერების პოპულარიზაციაზე ახალგაზრდებში.
- რჩევა დამწყებ მეწარმეებს
არ შეგეშინდეთ იდეების განხორციელების. დიდი პროექტები ხშირად მცირე ნაბიჯებით იწყება.
- როგორ რჩებით მოტივირებული?
მოტივაციას მაძლევს მეცნიერების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
- როგორ ინარჩუნებთ ბალანსს სამუშაოსა და ცხოვრებას შორის?
ვცდილობ დრო სწორად გავანაწილო პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის.
- რას ფიქრობდა ოჯახი თქვენს იდეაზე?
ოჯახის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- როგორი გამოხმაურება გაქვთ მომხმარებლისგან?
გამოხმაურება ძირითადად ძალიან პოზიტიურია.
- რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და უწყობს ხელს წარმატებას?
ჩვენი მთავარი განსხვავება არის ის, რომ ვქმნით სივრცეს, სადაც მეცნიერება, განათლება და ჯანმრთელობა ერთიანდება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ორგანიზაცია „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა“ ყოველთვის ღიაა ახალი პარტნიორობისთვის და მზად არის ითანამშრომლოს უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერებისა და ჯანმრთელობის თემების განვითარებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


