შესავალი: არტ-ბრენდი, რომელიც ინტერიერს ემოციით ავსებს

„დები სტუდიო“ სამი შემოქმედი ადამიანის გაერთიანებაა. ეს არის საერთო ხედვისა და იდეების სინთეზი, სადაც ინდივიდუალური ხელწერის მიუხედავად, ერთიანი და თანმიმდევრული პროდუქტი იქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნივთის ფუნქცია, არამედ მისი ემოციური გავლენა სივრცეზე. ამ ეტაპზე აქტიური განვითარების, ძიებისა და ექსპერიმენტების პროცესში ვართ და ვანვითარებთ ჩვენს გამოკვეთილ ხელწერას.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

იდეიდან რეალობამდე: პირველი ნაბიჯები

ბრენდის შექმნის იდეა გაჩნდა სურვილიდან, ჩამოგვეყალიბებინა არტ-ბრენდი, რომელიც ინტერიერისთვის საჭირო ფუნქციურ ობიექტებს ერთ კონცეფციაში გააერთიანებდა. თითოეული ნაკეთობა ხელით სრულდება და ორიენტირებულია ხარისხზე, ტექსტურასა და ფორმაზე.

თავდაპირველად მცირე მასშტაბით დავიწყეთ — ვქმნიდით საავტორო ნამუშევრებს და გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან. ვამუშავებდით განსხვავებულ ფორმებსა და მასალებს, ვაკვირდებოდით ბაზრის მოთხოვნებს და პარალელურად ვიღებდით ინდივიდუალურ შეკვეთებს.

გამოცდილება, როგორც ბრენდის საფუძველი

ჩვენი პროფესიული გამოცდილება ხელოვნების, ტექსტილისა და დიზაინის სფეროში გახდა ის მყარი საძირკველი, რომელზეც ბრენდი აშენდა. სწორედ ამ არტ-გამოცდილებამ დაგვეხმარა, შეგვექმნა ინდივიდუალური ხასიათის საავტორო ხაზი, რაც „დები სტუდიოს“ გამორჩეულს ხდის.

პრემიუმ ხარისხის ეკო-პროდუქცია

„დები სტუდიო“ მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერისთვის განკუთვნილ ხელნაკეთ არტ-ობიექტებს. ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია:

  • ტექსტილი: ნაქსოვი პუფები, ბალიშები და პლედები;

  • დეკორი: ეკო-დეკორატიული ნივთები;

  • არომათერაპია: სურნელოვანი სანთლები;

  • მასალები: თაბაშირისა და დეკორატიული ქვის ელემენტებით შექმნილი პრემიუმ ხარისხის ეკო-პროდუქტები.

გამოწვევები: ხარისხი და პოზიციონირება

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ხარისხის მუდმივი შენარჩუნებაა. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ბაზარზე სწორი პოზიციონირება და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, რათა ბრენდის ღირებულებები თითოეულ ადამიანამდე სწორად მივიდეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით