საბანკო საქმე და ხელოვნება: ანა როსტომშვილის გზა ციფრებიდან ეპოქსიდამდე
შესავალი
ანა როსტომშვილი საბანკო სფეროში მუშაობს, სადაც დღეები ხშირად დაძაბული და რუტინულია. თუმცა, სამსახურის მიღმა ის სრულიად სხვა სამყაროში გადადის – სამყაროში, სადაც ეპოქსიდი, თაბაშირი და სურნელოვანი სანთლები მთავარი პერსონაჟები არიან. ბრენდი „Anite“ ანასთვის თვითგამოხატვისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მომხმარებლისთვის კი – ემოციითა და სიყვარულით შექმნილი უნიკალური დეკორი.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ანა, თქვენი ძირითადი პროფესია საბანკო საქმეა. როგორ გაჩნდა იდეა, რომ პარალელურად ხელსაქმით დაკავებულიყავით? – ყველაფერი მეგობრის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების ნახვით დაიწყო. იმდენად მომეწონა მისი ნამუშევრები, რომ მიუხედავად გამოცდილების არქონისა, გამიჩნდა სურვილი, მეც მეცადა. გადავწყვიტე, საფუძვლიანად მესწავლა და გავიარე კურსები „Art Jeni“-ში. სწავლის პროცესში ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რამდენად ახლოს იყო ეს საქმე ჩემს შინაგან სამყაროსთან. დღეს ეს საქმიანობა დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

– რას სთავაზობს „Anite“ მომხმარებელს და რა მასალებთან მუშაობთ? – ვმუშაობ ეპოქსიდთან და თაბაშირთან. ვქმნი სურნელოვანი სანთლის თაიგულებსა და დეკორატიულ სარკეებს. ჩემთვის ხელოვნება თვითგამოხატვის საშუალებაა, ამიტომ თითოეულ ნამუშევარში დიდ ყურადღებასა და სითბოს ვდებ. ვცდილობ, ჩემი შექმნილი ნივთები იყოს უნიკალური, ხარისხიანი და რაც მთავარია, ემოციურად დატვირთული.

– რა გაძლევთ მოტივაციას მუშაობის პროცესში? – მაბედნიერებს თავად შექმნის პროცესი – როცა იდეა რეალურ, ლამაზ ნივთად იქცევა. თუმცა, ყველაზე დიდი მოტივაცია მაინც მომხმარებლის ემოციაა. როცა ვხედავ, რომ ჩემი ნამუშევრები ადამიანებს ახარებს, ეს მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი შევქმნა. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა – გულით გაგზავნილი ემოციები სხვებმაც გაიზიარონ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? – სამომავლოდ ბევრ სიახლეს ვგეგმავ. მინდა შევქმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ადამიანებს სიხარულსა და ბედნიერებას მოუტანს. „Anite“ გააგრძელებს განვითარებას და მალე მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


