მძივის ჩანთების ქართული ბრენდი: გაიცანით MiAna და ლაურა მაკარიანის ისტორია
შესავალი
ხშირად ყველაზე წარმატებული საქმეები ბავშვობის გატაცებიდან და ოჯახური სიყვარულიდან იბადება. ლაურა მაკარიანმა ბავშვობის ჰობი – ქარგვა და ბისერების აწყობა – ორ წელიწადში მზარდ ბრენდად, MiAna-დ აქცია. სახელიც სიმბოლურია და მისი შვილების, მიასა და ანასტასიას სახელებს აერთიანებს. დღეს ლაურა ქმნის მძივის ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც ნელ-ნელა, მაგრამ მყარად იმკვიდრებენ ადგილს ქართულ ბაზარზე.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ლაურა, როგორ გაჩნდა იდეა, რომ ხელსაქმე ბიზნესად გექციათ და რატომ მაინცდამაინც MiAna? – ხელსაქმე ბავშვობიდან მეხერხება, სულ ვქარგავდი და ბისერებს ვაწყობდი. ბრენდის შექმნის იდეაც აქედან წამოვიდა. რაც შეეხება სახელს, ის პირდაპირ კავშირშია ჩემს შვილებთან – ანასტასიასთან და მიასთან. MiAna სწორედ მათი სახელების გაერთიანებაა, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. უკვე მეორე წელია, რაც ბრენდი არსებობს და ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მივიწევთ წინ.

– კონკრეტულად რა ტიპის პროდუქციას ქმნით და სად დაეუფლეთ ჩანთების ქსოვის ტექნიკას? – ჩემი ძირითადი მიმართულება მძივის ჩანთებია. გარდა ამისა, ვამზადებ თმის აქსესუარებს, ყელსაბამებსა და ბრელოკებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელსაქმის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა, ჩანთების ქსოვას უფრო პროფესიონალურად ინტერნეტის მეშვეობით დავეუფლე. ტექნოლოგიები დღეს იძლევა საშუალებას, მუდმივად ისწავლო და დახვეწო შენი ხელობა.
– ამჟამად რა გზით უკავშირდებით მომხმარებელს და სად არის შესაძლებელი თქვენი ნამუშევრების ნახვა? – ამ ეტაპზე ძირითადად ონლაინ ვმუშაობ, მომხმარებლები სოციალური ქსელებით ან ტელეფონის ნომერზე მიკავშირდებიან. ასევე, ძალიან აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში, რადგან ცოცხალი კონტაქტი ადამიანებთან და მათი რეაქციების დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია.

– როგორია MiAna-ს სამომავლო გეგმები? – ჩემი მთავარი მიზანია, გავამართლო ყველა ის იდეა, რაც ამ ბრენდის ირგვლივ მაქვს. მომავალში დიდი სურვილი მაქვს, რომ გაფართოვდეთ და საკუთარი სტენდი ან პატარა მაღაზია გავხსნა, სადაც მომხმარებელი ადგილზე შეძლებს აქსესუარების დათვალიერებას და შერჩევას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


