Zuzas Caricatures: ციფრული ხელოვნება და კარიკატურის
დღეს ჩვენი რესპონდენტია მხატვარ-მულტიპლიკატორი, რომელმაც 8-წლიანი პაუზისა და სამხედრო სამსახურის შემდეგ, საყვარელ პროფესიას დაუბრუნდა და საკუთარი ჰობი წარმატებულ ციფრულ ბიზნესად – “Zuzas Caricatures”-ად აქცია. ამჟამად მადრიდიდან მომუშავე ხელოვანი გვიამბობს თავის გზაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოშიბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ აღიარებამდე
— რა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ ხელოვნების ეს გზა აგერჩიათ?
ბავშვობიდან ვხატავ. ანიმაციების სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ ჩემს პროფესიად მულტიპლიკატორობა ამერჩია, რის გამოც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. 2007-დან 2013 წლამდე აქტიურად ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში: ვქმნიდი ანიმაციურ კომიქსებს „ვებ-ჯეორჯიასთვის“, ვთანამშრომლობდი გამომცემლობებთან — „ჯეჯილი“, „პალიტრა L“, „ნევერლენდი“. ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრებშიც.
თუმცა, ცხოვრებამ სხვანაირად დაატრიალა — 2013 წლიდან, სამხედრო სამსახურის გამო, 8 წელზე მეტი მოწყვეტილი ვიყავი შემოქმედებას. პროფესიასთან დაბრუნების სურვილი ყოველთვის მქონდა. მეგობრები ხშირად მთხოვდნენ პორტრეტების დახატვას საჩუქრად. სწორედ ასე, 2020 წელს გაჩნდა იდეა, შემექმნა გვერდი „დამხატე-Draw me“, რომელიც მოგვიანებით Zuzas Caricatures-ად გარდაიქმნა.


პირველი ნაბიჯები და „ონლაინ“ სახელოსნო
— როგორ დაიწყეთ მომხმარებელთან კომუნიკაცია და რას სთავაზობთ მათ?
პირველ რიგში, შევქმენი Facebook გვერდი, სადაც ხალხს ციფრული კარიკატურის სერვისი შევთავაზე. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სხვადასხვა სტილი: შავ-თეთრი, ფერადი ანიმაციური ან დეტალიზებული კარიკატურა. თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი და ფასი აქვს.
დღეს მომხმარებლები ძირითადად Facebook-ის, Instagram-ის ან WhatsApp-ის მეშვეობით მიკავშირდებიან. ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავუღრმავდე დეტალებს, რომ ნამუშევარი ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც მათ სურთ.
მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი
— როგორ ახერხებთ ახალი მომხმარებლების მოზიდვას?
მარკეტინგში დიდი გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ ყველაფერს ინტუიციით ვაკეთებ. დიზაინს თავად ვქმნი, ვპოსტავ როგორც დასრულებულ ნამუშევრებს, ისე „რილსებს“ (Reels) ხატვის პროცესის შესახებ. ბოლო დროს დავიწყე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც — მას ვეკითხები პოსტების დადების ოპტიმალურ დროსა და საჭირო ჰეშტეგებს.


გამოწვევები და იმედგაცრუება
— რა არის ყველაზე რთული თქვენს საქმიანობაში?
ყველაზე დიდი იმედგაცრუება ზოგჯერ საზოგადოების მხრიდან ინტერესის ნაკლებობაა. გულსატკენია, როცა ადამიანები ვერ აფასებენ იმ შრომასა და ნიჭს, რაც თითოეული პერსონაჟის შექმნაში დევს. ბევრს მოსწონს შედეგი, მაგრამ ფასის გამო იხევენ უკან. მე კი ვთვლი, რომ კარიკატურა – ეს არის ემოცია, ადამიანის ხასიათის გაშარჟებული პორტრეტი, რაც საკმაოდ ფასეულია.
მეტი, ვიდრე უბრალოდ ნახატი
— კონკრეტულად რას იღებს მომხმარებელი თქვენგან?
ჩემი პროდუქტი მრავალფეროვანია. ციფრული ფაილის გარდა, მომხმარებელს შეუძლია ნახატი დაბეჭდოს ტილოზე, მაისურზე, ჰუდზე, ჭიქაზე ან თუნდაც ბოთლის ეტიკეტზე. ასევე, მაქვს კორპორატიული მომსახურება — ღონისძიებებზე 5 წუთში ვხატავ სტუმრების კარიკატურებს ცოცხლად. გარდა ამისა, ვქმნი კომპანიებისთვის ბრენდ-პერსონაჟებსა და მასკოტებს.


ემიგრაცია და სამომავლო გეგმები
— ამჟამად ესპანეთში იმყოფებით. როგორ აისახა ეს თქვენს კარიერაზე?
უკვე 21 თვეა მადრიდში ვარ. ჩემი მთავარი გამოწვევა ახლა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა. დროის დეფიციტის მიუხედავად, ვცდილობ მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო კონკურსებში.
ძალიან მინდა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სოციალური მედიის სწორ მენეჯმენტში დამეხმარება. ჩემი მიზანია, ჩემი ნამუშევრები ისეთ პლატფორმებზე მოხვდეს, სადაც ხელოვნებით დაინტერესებული მსოფლიო საზოგადოება მათ მარტივად ნახავს და შეაფასებს.
ავტორის შესახებ: თუ გსურთ ორიგინალური საჩუქარი ან თქვენი კომპანიისთვის გამორჩეული პერსონაჟი, ეწვიეთ Zuzas Caricatures და აღმოაჩინეთ ციფრული ხელოვნების ახალი შესაძლებლობები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
