მე ვარ ეთო ბეჟანიშვილი ივენთ დიზაინერი და ვმუშაობ ღონისძიებების ვიზუალური კონცეფციის შექმნაზე. ჩემი საქმიანობა მოიცავს ბუშტების დიზაინსა და სივრცის გაფორმებას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისთვის — იქნება ეს დაბადების დღე, სქესის გაგების ცერემონია, თუ ოჯახური და კორპორატიული საღამოები. თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგები — იდეის ჩასახვიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი იყოს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ქმნიდეს ბედნიერების განცდას

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა პანდემიის პერიოდში დაიბადა, როცა მოულოდნელად უამრავი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. ეს პერიოდი ჩემთვის დაფიქრების, ძიებისა და ახალი მიმართულებების აღმოჩენის შესაძლებლობად იქცა.

გამოცდილება, როგორც საფუძველი

წარსულში მქონდა გამოცდილება, რომელიც ძალიან დამეხმარა. ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, პარალელურად, მოყვარულის დონეზე, სხვადასხვა შიდა ღონისძიებას ვაფორმებდი. ახალი წელი, სიყვარულის დღე თუ სხვა თემატური საღამოები ჩემი პრაქტიკული ცოდნის საფუძველი გახდა.

შრომატევადი პროცესი და მოტივაცია

ეს საქმიანობა მოითხოვს როგორც შემოქმედებით, ისე ფიზიკურ შრომას. ყოველი ღონისძიება ინდივიდუალურ მიდგომას, დროსა და დიდ ყურადღებას საჭიროებს. მომხმარებლების მხრიდან ყოველთვის დადებითი უკუკავშირი გვაქვს, რაც სტიმულს გვაძლევს, რომ არ გავჩერდეთ. დღეს უკვე, ფიზიკურ პირებთან ერთად, მრავალ კომპანიასთანაც წარმატებით ვთანამშრომლობთ.

ოჯახის მხარდაჭერა

ოჯახი ჩემს საქმიანობას დადებითად შეხვდა და ყოველთვის გვერდში მიდგას. მათი მხარდაჭერა მაძლევს საშუალებას, სამი მცირეწლოვანი შვილის დედობის პარალელურად, პროფესიულადაც მაქსიმუმი გავაკეთო.

.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით